...სა მე ვიქმ, ფრიად სთნავს მას; რაჲთა რაჟამს მოკლან იგი, არა ჰგონებდენ, თუ დაუტევა იგი მამამან, და ვერ აყუედრებდენ, რომელსა-იგი აყუედრებდეს, ვითარმედ: „სხუანი აცხოვნნა და თავისა თჳსისა ვერ ძალ-უც ცხოვნებად“; ; ; და კუალად: „უკუეთუ ძჱ ხარ ღმრთისაჲო, გარდამოჴედ ჯუარისაგან“. ; ; ხოლო რაჲთა რაჟამს გესმეს, თუ: „მცნებაჲ მომიღებიეს“, არა სთქუა, თუ: უცხო იყო მისგან სათნოებაჲ იგი და წარმართებაჲ საქმისაჲ მის, ამისთჳს პირველვე იტყოდა, ვითარმედ: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს“, და აჩუენა, ვითარმედ მისნი იყვნეს ცხოვარნი და მისი წარმართებულ იყო ყოველი იგი საქმჱ და არა ეჴმარებოდა მას მცნებაჲ, რამეთუ უკუეთუმცა მცნებაჲ უჴმდა მას, რად იტყოდა, ვითარმედ: „თავით ჩემით დავსდებ“? რამეთუ რომელი თავით თჳსით დასდებდეს, მცნებაჲ არა ეჴმარების, და მიზეზსაცა იტყჳს ამისისა ქმნისასა, ესე იგი არს, რამეთუ მწყემსი არს იგი, და კეთილი მწყემსი. ხოლო კეთილსა მწყემსსა არა ეჴმარების სხუაჲ ვინმე კეთილად მწყემსი...
სახარებაჲ ლუკაჲსი 23:35
34. ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი.35. და დგა ერი იგი და ხედვიდა. ხოლო შეურაცხ-ჰყოფდეს მას მთავარნიცა იგი მათ თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, იცხოვნენ თავიცა თჳსი, უკუეთუ ეგე არს ქრისტე, რჩეული ღმრთისჲ.36. ემღერდეს მას ერის-კაცნიცა იგი, მოუჴდიან მას და ძმარი მოართჳან
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 23