...ა, კლდენი განაპნა, კრეტსაბმელი იგი განკუეთა, მკუდარნი აღადგინნა. და ოდეს-იგი წინაშე მღდელთმოძღუართა მათ წარდგა და წინაშე პილატესა, გამოუთქუმელი აჩუენა სიმშჳდე, რომელიიგი კმა იყო უმეტეს სასწაულთასა მოდრეკად გულთა მათთა. და კუალად ჯუარსა ზედა იტყოდა: „მიუტევე მათ, მამაო, ცოდვაჲ ესე, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.
და აღდგა რაჲ მკუდრეთით, კუალადცა მოუწოდა ჰურიათა მოქცევად და მოციქულთა უბრძანა ქადაგებად მათდა. და რომელნიცა მოიქცეს, სასუფეველი ცათაჲ აღუთქუა; და რომელთა-იგი ჯუარს-აცუეს, მრავალნი მათგანნი ყვნა შვილ ღმრთისა. რაჲმცა იყო ამისა უსაკჳრველეს, რაჲმცა იყო ამის სახიერებისა უმეტეს?
აწ უკუე რომელთა ესე ყოველი გუესმის, შევიკდიმოთ და გულისჴმავყოთ, თუ რაჲზომ შორს ვართ გზისა მისგან, რომელსა იგი ვიდოდა. მან თავადმან გჳბრძანა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“; ხოლო ჩუენ ესეზომ უცხო ვართ საქმეთაგან მისთა, ვითარმცა ყოვლადვე არა გუასმიოდა. არამედ ვემტერებით და ძჳრსა ვიჴსენებთ ძმა-თა მიმართ ჩუენთა, რომელთათჳს ქრისტემან სიკუდილი თავს-იდვა. ნუუკუე ძჳრუჴსენებლობასაცა წარგებაჲ საფასეთაჲ უჴმსა, ვითარ-იგი მოწყალებისათჳს ვიტყჳთ? ნუ იყოფინ! ესე სათნოებაჲ სრულიად უშრომელ არს და ადვილ....