...მუნ დაეფლა, და უფალმან იესუ, სადა-იგი სიკუდილმან მიიღო დასაბამი თჳსისა მეუფებისაჲ, მუნ აღჰმართა თჳსი საძლეველი ქრისტემან, რამეთუ სა-ძლეველი ეკიდა ჯუარი ეშმაკისა მიმართ. ხოლო ჯუარს-აცუეს იგი შორის ავაზაკთა, ; ; ; რაჲთამცა უნებლიაჲთ აქაცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულეს, რამეთუ ესე თქუა დასაბამითგან წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: „უშჯულოთა თანა შეირაცხა“. ; და ენება ეშმაკსა, რაჲთამცა ამით საქმითა დაფარა საქმჱ იგი, არამედ ვერ ეძლო, რამეთუ ჯუარსეცუნეს სამნი, ხოლო გამობრწყინდა მხოლოჲ იესუ, რაჲთა სცნა, ვითარმედ მისმან ძალმან ქმნა ყოველივე; რამეთუ რაჟამს სამნივე ეკიდნეს ძელსა, მაშინ იქმნებოდეს სასწაულნი იგი, არამედ არავინ მიაჩემა სხუასა ვის ერთიცა საკჳრველი, გარნა უფალსა. ესრეთ ამაო იქმნა მძლავრებაჲ ეშმაკისაჲ, და ზრახვაჲ მისი ბოროტი თავსავე მისსა მიექცა, რამეთუ არა თუ ოდენ ვერ ავნო დიდებასა მას უფლისასა, არამედ უფროჲსად, რამეთუ მოიქცა ერთი იგი და ცხოვნდა,
სახარებაჲ ლუკაჲსი 23:33
32. მაშინ მოჰყვანდეს სხუანიცა ორნი ძჳრის-მოქმედნი მოკლვად მის თანა.33. და ვითარცა მოჰყვანდეს ადგილისა მას, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილი, და მუნ ჯუარს-აცუეს იგი და ძჳრის-მოქმედნიცა იგი მის თანა, რომელიმე მარჯუენით და რომელიმე მარცხენით მისა ჯუარს-აცუნეს.34. ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 23