მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 23:27

26. და ვითარცა წარიყვანეს იგი, შეიპყრეს სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, და დასდევს მას ზედა ჯუარი იგი, და მიაქუნდა შემდგომად იესუჲსა.27. და შეუდგა მას სიმარავლე ერისაჲ და დედებისაჲ, რომელნი ეტყებდეს და სტიროდეს მას.28. მიექცა მათ იესუ და ეტყოდა: ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 23
27. და შეუდგა მას სიმარავლე ერისაჲ და დედებისაჲ, რომელნი ეტყებდეს და სტიროდეს მას.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 23; მ. 1-5]

1. და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა. 2. და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად. 3. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ. 4. ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა. 5. ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე.

თვანათლივ ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, ვინაიდან როდის აკრძალა იესომ ხარკის მიცემა, როცა პირიქით, ბრძანა ეხადათ იგი როგორც მართებული? სწორედ ის საუბრობდა ასე: „მიეცით კეისრისა კეისარსა” (ლუკ. 20, 25). როგორ აქეზებს ის ხალხს? მეფობას ხომ არ ეძიებს? მაგრამ ეს არავინ დაიჯერა, ვინაიდან მაშინაც, როცა ხალხს მისი გამეფება სურდა იგი, როდესაც გაიგო ამის შესახებ, განეშორა (იოან. 6, 15). ამიტომაც პილატე, მიხვდა რა ცილისწამებას, ღიად ამბობს: მე ვერაფერ ბრალს ვერ ვპოულობ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეძიებდეთ მე“ (7,34), არა თუ ოდენ არა დამივიწყოთ, არამედ მეძიებდეთცა, „და ვერ მპოოთ“ (7,34).:

...მათა. და ვითარმედ საჴმარ-ეყოს მათ, მოასწავებს, რამეთუ იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეძიებდეთ მე“ (7,34), არა თუ ოდენ არა დამივიწყოთ, არამედ მეძიებდეთცა, „და ვერ მპოოთ“ (7,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და სადა უკუე მოიძიეს იგი ჰურიათა? ვითარცაიგი ლუკა იტყჳს, ვითარმედ: გოდებდეს მისთჳს დედანი და სხუანიცა მრავალნი, და მერმე, რაჟამს ქალაქი მათი ტყუე იქმნებოდა, არამცა აჴსენებდესა ქრისტესა და საკჳრველებათა მათ მისთა და ეძიებდესმცა მოსლვასა მისსა? და ესე ყოველი თქუა, რამეთუ ენება მოსლვად მათა კეთილისა მიმართ, რამეთუ სიტყუანი ესე, თუ: „მცირედიღა ჟამი არს“, და შემდგომად წარსლვისა ძიებაჲ მისი და ვერპოვნაჲ, - ესე ყოველი კმა იყო დასარწმუნებელად და მოქცევად მათა. რამეთუ უკუეთუმცა არა ეგულებოდა სასურველ-ყოფად, არამცა ირწმუნეს, და კუალად, უკუე-თუმცა შესაძლებელმცა იყო პოვნაჲ მისი, ეგრეთვემცა არავე შეშინდეს. და კუალად, უკუეთუმცა მრავალთა ჟამთა ეგულებოდა დადგრომაჲ მათ თანა, ნუუკუედა ეგრეცამცა უდებ იქმნნეს, არამედ ყოვლით კერ-ძო შეაშინებს მათ და შეაშფოთებს. ხოლო კუალად სიტყუაჲ ესე, თუ: „წარვალ მომავლინებელისა ჩემისა“, გამომაჩინებელი არს, ვითარმედ არარაჲ ვნებაჲ მოიწევის მის ზედა მათისა მის მტერობისაგან, და ვი-თარმედ ჯუარს-ცუმაჲ მისი ნეფსით არს. ორნი უკუე წ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდეს ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა შეზავებული. და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: განიყვეს სამოსელი ჩემი და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას“ (27,33-36).:

...სჯულონი იგი მღდელთმოძ-ღუარნი და მწიგნობარნი თანაჰყვებოდეს, რაჲთა აღასრულონ ბოროტი იგი ნებაჲ თჳსი.

ხოლო ფრიადი სიმრავლე ერისაჲ მწუხარე იყო საქმესა მას ზედა, რომელნიმე ჰრომთა და ბერძენთაგანნი და მრავალნი ჰურიათაგანნიცა, ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „შეუდგა მას სიმრავლე ერისაჲ და დედათაჲ, რომელნი ჰგოდებდეს მას“. არამედ მჴეცნი იგი მძჳნვარენი, მღდელნი იგი სირცხჳლისანი, მჴეცნი იგი სისხლისმჭამელნი ყოვლადვე არა ლმობიერ იქმნეს. ამისთჳსცა უფალმან დედათა მათ და ერსა მიუგო სიტყუაჲ, ხოლო იგინი არღარა ღირს-ყვნა სიტყჳსა, რამეთუ უკურნებელ იყო სენი მათი. რამეთუ ნებაჲღა მათი აღასრულეს და ჯუარსა დამოჰკიდეს, მერმეცა ისწრაფდეს, რაჲთა სახელი დიდებისა მისისაჲ დაფარონ და განაქარვონ, რამეთუ ეშინოდა აღდგომისაგან მისისა. ამისთჳს ავაზაკ-თა თანა ჯუარს-აცუეს და ბჭობითა მთავრისაჲთა ქმნეს, რაჲთა ყოვლით კერძო ძჳრისმოქმედისა სახელი დასდვან, ვითარცა ესერა იტყჳს მახარებელი; რამეთუ კეთილ არს, რაჲთა შემდგომიცა სიტყუაჲ სახარებისაჲ ვისმინოთ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავ...

სრულად ნახვა