მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 21:4

3. და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა,4. რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.5. და რომელნიმე იტყოდეს ტაძრისათჳს, ვითარმედ: ქვითა კეთილითა და პატიოსნითა შენებულ არს; და თქუა იესუ:
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 21
4. რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამეერთე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 21; მ. 1-4]

1. და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი. 2. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი, 3. და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა, 4. რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.

იყო წმინდა საგანძური, რომელშიც შესაწირავს ყრიდა ღვთისმოყვარე ხალხი, რომელსაც ტაძრის სამუშაოებისათვის, მის შესაკეთებლად იყენებდნენ და საერთოდ ტაძრის მოსართავად და ღარიბთა დასახმარებლად იყენებდნენ, მაგრამ ბოლო დროს მღვდლებმა ეს საგანძურებიც სავაჭრო აღებ-მიცემის საგნად აქციეს, იყენებდნენ რა მას ერთმანეთს შორის და არ იყენებდნენ რა მას იმისათვის, რისთვისაც დადგენილი იყო თავდაპირველად. უფალი ქვრივს აქებს ყველა სხვა დანარჩენზე მეტად იმიტომ, რომ მან თავისი ნაკლულევანებისაგან ჩააგდო მთელი თავისი საბადებელი, ვინაიდან ორი მწულილი, როგორც ჩანს, კი უმნიშვნელოა, მაგრამ მისთვის, ვინც მოწყალებით იკვებებოდა მთელ მის სარჩო-საბადებელს...

სრულად ნახვა
სიტყვა მესამესა მენელსაცხებლეთა კვირიაკესა, შემდგომად აღდგომისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და მიჰხედა და იხილა, რომელნი იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი. და იხილა ვინმე ქვრივი გლახაკი, რომელმან დასდვა ორი მწვლილი; და სთქვა: ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ, რამეთუ ქვრივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შესწირა. რამეთუ, ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დასდვეს შესაწირავსა ამასა ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თვისისა ყოველი, რაიცა აქვნდა საცხოვრებელი შესწირა (ლუკ. 21,1-4).

აწინდელი ჩვენი სიტყვა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, იქმნება გაგრძელება იმ სიტყვისა, და იმავე საგანზე, რომელზედაც ვსთქვით ჩვენ სიტყვა წარსულს კვირიაკეში. გარნა, პირველად მოვიყვან სახარებისაგან ერთს მოკლე მოთხრობას, რომელიც ფრიად შეეწევა, დაამტკიცებს და განამაგრებს სიტყვასა ჩვენსა.

ერთხელ, უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოწაფეებითურთ თვისით იყო იერუსალიმის ტაძარსა შინა და დაინახა, რომ ერთმა გლახაკმა ქვრივმა დედაკაცმა დასდვა შესაწირავად ეკლესიიასა ორი მწვლილი, ანუ ორი ფარა, მაშინ როდესაც იქავე მდიდარნი შესწირვიდენ დიდ-ძალს ფულსა. მაცხოვარმან მიიქცა და უთხრა მოწაფეთა თვისთა: ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ, რამეთუ ქვრივმან...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის