მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 21:2

1. და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი.2. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი,3. და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა,
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 21
2. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი,
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამეერთე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 21; მ. 1-4]

1. და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი. 2. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი, 3. და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა, 4. რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.

იყო წმინდა საგანძური, რომელშიც შესაწირავს ყრიდა ღვთისმოყვარე ხალხი, რომელსაც ტაძრის სამუშაოებისათვის, მის შესაკეთებლად იყენებდნენ და საერთოდ ტაძრის მოსართავად და ღარიბთა დასახმარებლად იყენებდნენ, მაგრამ ბოლო დროს მღვდლებმა ეს საგანძურებიც სავაჭრო აღებ-მიცემის საგნად აქციეს, იყენებდნენ რა მას ერთმანეთს შორის და არ იყენებდნენ რა მას იმისათვის, რისთვისაც დადგენილი იყო თავდაპირველად. უფალი ქვრივს აქებს ყველა სხვა დანარჩენზე მეტად იმიტომ, რომ მან თავისი ნაკლულევანებისაგან ჩააგდო მთელი თავისი საბადებელი, ვინაიდან ორი მწულილი, როგორც ჩანს, კი უმნიშვნელოა, მაგრამ მისთვის, ვინც მოწყალებით იკვებებოდა მთელ მის სარჩო-საბადებელს...

სრულად ნახვა
სიტყვა მესამესა მენელსაცხებლეთა კვირიაკესა, შემდგომად აღდგომისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და მიჰხედა და იხილა, რომელნი იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი. და იხილა ვინმე ქვრივი გლახაკი, რომელმან დასდვა ორი მწვლილი; და სთქვა: ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ, რამეთუ ქვრივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შესწირა. რამეთუ, ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დასდვეს შესაწირავსა ამასა ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თვისისა ყოველი, რაიცა აქვნდა საცხოვრებელი შესწირა (ლუკ. 21,1-4).

აწინდელი ჩვენი სიტყვა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, იქმნება გაგრძელება იმ სიტყვისა, და იმავე საგანზე, რომელზედაც ვსთქვით ჩვენ სიტყვა წარსულს კვირიაკეში. გარნა, პირველად მოვიყვან სახარებისაგან ერთს მოკლე მოთხრობას, რომელიც ფრიად შეეწევა, დაამტკიცებს და განამაგრებს სიტყვასა ჩვენსა.

ერთხელ, უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოწაფეებითურთ თვისით იყო იერუსალიმის ტაძარსა შინა და დაინახა, რომ ერთმა გლახაკმა ქვრივმა დედაკაცმა დასდვა შესაწირავად ეკლესიიასა ორი მწვლილი, ანუ ორი ფარა, მაშინ როდესაც იქავე მდიდარნი შესწირვიდენ დიდ-ძალს ფულსა. მაცხოვარმან მიიქცა და უთხრა მოწაფეთა თვისთა: ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ, რამეთუ ქვრივმან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კ რაჲთა არა სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითცა გჳყუარდეს ღმერთი:

...ვზარდოთ იგი, და უკუეთუ წყურიელი, ვასუათ მას. დაღაცათუ მცირე იყოს და უნდო მიცემაჲ ჩუენი, შეიწირავს იგი გინა თუ გრილსა წყალსა, ; ანუ თუ ორთა წულილთა, ; რამეთუ ვინაჲთგან არა ეჴმარების მას, ამისთჳს არცა ეძიებს ფრიადსა, არამედ სიკეთესა გონებისასა. ოდენ გამოვაჩინოთ, ვითარმედ გჳყუარს იგი და გჳხარის მოსლვაჲ მისი. ვიხილოთ, თუ ვითარ არს იგი ჩუენდა მომართ, რამეთუ სული მისი დადვა ჩუენთჳს და შემდგომად ამისა ჩუენვე გუთხოვს. და უკუეთუ მის მიერ მოცემული მას მივსცეთ, ვითარმცა ჩუენი მიგუეცა, ეგრეთ შეიწყნარებს.

ვიცი, ვითარმედ ყოველნი ქრისტეანენი იტყჳან, ვითარმედ: ვის არა უყუარდეს იგი? და სიტყჳთა და გონებითა არავინ უარ-ჰყოფს მას, არამედ არა სიტყჳთ ოდენ ჯერ-არს სიყუარული, რამეთუ უკუეთუ სიტყჳთ ვიტყოდით, თუ გჳყუარს, და საქმით არა ვიქმოდით, ესე კიცხევაჲ არს არა თუ ღმრთისაჲ ოდენ, არამედ კაცთაჲცა. არამედ საქმით ვაჩუენოთ სიყუარული მისი, რაჲთა მანცა აღგჳარნეს მას დღესა, რაჟამს წინაშე მამისა თჳსისა აღიარებდეს ღირსთა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისა...

სრულად ნახვა