მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 21:15

14. დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ.15. რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა.16. რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 21
15. რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის“ (10,19-20).:

...შორის“ (10,19-20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა არა შეურვებულ იყვნენ სიტყჳს-გებისათჳსცა მეფეთა მიმართ და მთავართა და დარწმუნებისათჳსცა ერისა მის ბოროტთა შინა განფრდილისა, ამისთჳს აღუთქუა მათ მიცემად სიტყჳსა ესევითარისა, რომელსა ვერვინ უძლოს წინააღდგომად. და სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „მე მოგცე პირი და სიბრძნე“, ხოლო აქა იტყჳს, ვითარმედ: „სული მამისა თქუენისაჲ იტყოდის თქუენ შორის“, რაჲთა ცნან, ვითარმედ პატივსა მას და საზომსა წინაჲსწარმეტყუელთასა აღსრულ არიან, და რამეთუ ერთ არს მისმიერი მიცემაჲ სიბრძნისაჲ და სულისა მიერ წმიდისა, რამეთუ ყოველივე განუყოფელ არს მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ: მადლი და დიდებაჲ, პატივი და ძალი და მეუფებაჲ.

ხოლო ვინაჲთგან აუწყა ძალი იგი, მოცემადი მათდა, მერმე განსაცდელთა მათცა მოწევნადთა მიუთხრობს და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ, და მამამან - შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა მათთა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“ (10,21-22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ ძნელ იყვნეს სიტყუანი ესე და შემძლებელ კლდისაცა შერყევად, არამედ აქაცა ნუგეშინის-ცემაჲ თანაშეაერთა: სახელისა ჩემისათჳს შეგემთხჳოსო ე...

სრულად ნახვა