მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 21:12

11. და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილ-ადგილ, სიყმილნი და სრვანი; საშინელებანი ზეცით, და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ.12. ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს.13. და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 21
12. ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუენ პირველითგან არა გარქუ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს, თუ: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“ (16,4-6).:

...რაცებნისათჳს არა გითხრობდი, არამედ „რამეთუ თქუენ თანა ვიყავ“. ხოლო ვითარ არა ჰრქუა პირველითგან? არა ეტყოდაა ათორმეტთა, ვითარმედ: „წინაშე მეფე-თა და მთავართაჲსა მიგიყვანებდენ თქუენ და გტანჯვიდენ“? ; ; ვითარ უკუე იტყჳს, ვითარმედ: „პირველითგან არა გარქუ“? გარნა ტანჯვანი და ძჳრნი ეთქუნეს პირველცა, ხოლო ესე არა ეთქუა, თუ მოკლვაჲ მათი ესრეთ დიდად შერაცხილ იყოს, ვითარცა მსხუერპლისა შეწირვაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ამან უფროჲსად შეაწუხნა, რაჟამს ესმა, თუ: ვითარცა ძჳრისმოქმედნი და უწყალონი მოწყუედად არიან; გინა თუ ესეცა არს, რამეთუ მაშინ წარმართთათჳს ოდენ იტყოდა, ხოლო აწ ჰრქუა, ვითარმედ: ჰურიათაცა ესრეთ გიყონ, და ვითარმედ: ახლოს არს საქმჱ იგი. ხოლო რაჲსათჳს აწ ჰრქუა მათ და არა მაშინ, ოდეს სული წმიდაჲ მოვიდა? არამედ რაჲთა სცნა, ვითარმედ ფრიად სათნოებითა სავსენი იყვნეს. რამეთუ უკუეთუ ჯერეთ სული წმიდაჲ არა მოსრულ იყო მათდა და არავე ივლტოდეს მისგან ამათ ესევითართა სიტყუათათჳს, გულისხმა-ყავ, თუ ვითარნიმცა იყვნეს, რაჟამს მოიღეს სული წმიდაჲ. რამეთუ უკუეთუმცა შემდგომად სულისა მოსლვისა ასმიოდამცა და თავს-ედვა ესე ყოველი, ვთქუთმცა, თუ მადლი იგი იქმო...

სრულად ნახვა