მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 20:42

41. ვითარ უკუე იტყჳან ქრისტესა ძედ დავითისა?42. რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს წიგნსა ფსალმუნთასა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა,43. ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 20
42. რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს წიგნსა ფსალმუნთასა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სოფელმან იგი ვერ იცნა“ (1,10).:

... და დავითისთჳს კუალად ჰურიათა ამხილებდა და იტყოდა, ვითარმედ: „დავით სულითა უფლად სახელ-სდებს მას და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“. ; ; და კუალად მრავალსა ადგილსა მოსეს აჴსენებს მათა მიმართ, და კუალად სხუათა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთათჳს მოციქული პეტრე იტყჳს, ვითარმედ: „სამოელითგან და ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა იცოდეს ქრისტჱ და მოსლვასა მას მისსა ქადაგებდეს“. ხოლო იაკობს და მამასა მისსა, ვითარცა პაპსაცა, ესრეთ ეჩუენებოდა და ეტყოდა და მრავალსა კეთილსა აღუთქუმიდა მიცემად, რომელი-იგი აღასრულაცა. ხოლო ვითარ იგივე კუალად თავადი იტყოდა, ვითარმედ: „მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა სწადოდა ხილვად, რომელსა ჰხედავთ თქუენ, და ვერ იხილეს, და სმენად, რაჲ-ესე თქუენ გესმის, და არა ესმა”? ხოლო რაჲსათჳს, ნუუკუე არა მიიღესა გულისხმის-ყოფაჲ და იცნეს იგი? ჰე, ფრიადცა კეთილად იცნეს, და ესე საქმჱ გამოვაჩინო თჳთ ამისვე სიტყჳსაგან. იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ არა იცნეს, რამეთუ იტყჳს: „მრავალთა...

სრულად ნახვა