...და ცოლი თავის ძმას დაუტოვა; მეორეც მოკვდა და, თესლი არ ჰყოლია, ცოლი ძმას დაუტოვა; ასევე მესამემ, მეოთხემ, მეხუთემ, მეექვსემ და მეშვიდემ. მაშ, აღდგომისას შვიდიდან ვისი ცოლი იქნება? ხომ ყველას ჰყავდა?" (; ; ). რა უპასუხა მათ ქრისტემ? „სცთებით, რამეთუ არა იცით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ. აღდგომასა მას მკუდრეთით არცა ჰხდებიან, არცა განჰხდებიან, არამედ, ვითარცა ანგელოზნი... არიან". ხედავ, ქრისტესადმი სიყვარულით ქალწულების ხვედრის ამრჩევნი, მიწაზე მცხოვრებნი და სხეულით შემოსილნი, როგორ მიბაძავენ ანგელოზურ ცხოვრებას? ამიტომ, რამდენადაც ეს ღვაწლი დიდი და მაღალია, იმდენად, და უფრო მეტადაც, დიდია გვირგვინები და ჯილდო, და სიკეთენი, რომელიც დაპირებულია მათთვის, ვინც ქალწულებასთან ერთად სხვა სათნოებებშიც იღწვის. „ხოლო ადამ, — ნათქვამია, — იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ" (). ვინაიდან ურჩობით ცოდვა შემოვიდა და განაჩენმა პირველი ადამიანები მოკვდავნი გახადა, ყოვლისშემძლე ღმერთი, თავისი სიბრძნით კაცთა მოდგმის გაგრძელებას რომ აწყობდა, სათნო იჩინა, რომ ის უკვე ქორწინებით მრავლდებოდ...
სახარებაჲ ლუკაჲსი 20:28
27. მო-ვინმე-უჴდეს მას ჟამსა შინა სადუკეველნი, რომელნი აცილობენ, ვითარმედ აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხეს მას და ეტყოდეს:28. მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე ძმაჲ მოუკუდეს და ესუას მას ცოლი და იგი უშვილო უყოს, რაჲთა შეირთოს ცოლი იგი მისი ძმამან მისმან და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა.29. შჳდნი უკუე ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან მან შეითრო ცოლი და მოკუდა უშვილოჲ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 20