მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 20:2

1. და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ,2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე:
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 20
2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?
ლუკას სახარების განმარტება თავი მეოცე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 20; მ. 1-8]

1. და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ, 2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე: 4. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? 5. ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? 6. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაწარმეტყუელად. 7. და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო. 8. და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

უფალი, დიდებით შესული იერუსალიმში, თავისი ძალაუფლების დასამტკიცებლად აკეთებს იმას, რომ თავისი მამის სახლს წმენდს მოვაჭრეთაგან. მან ეს ქადაგების დასაწყისში გააკეთა, როგორც იოანე მახარებელი ამბობს (2, 13-18). ახლა კი იმავეს აკეთებს, მეორეჯერ. ეს იუეველთა უფრო მეტად დადანაშაულებას ემსახურება, რადგან...

სრულად ნახვა
საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. კაინისა და აბელის შობა და მსხვერპლშეწირვა (4:1-4):

...და ცოლი თავის ძმას დაუტოვა; მეორეც მოკვდა და, თესლი არ ჰყოლია, ცოლი ძმას დაუტოვა; ასევე მესამემ, მეოთხემ, მეხუთემ, მეექვსემ და მეშვიდემ. მაშ, აღდგომისას შვიდიდან ვისი ცოლი იქნება? ხომ ყველას ჰყავდა?" (; ; ). რა უპასუხა მათ ქრისტემ? „სცთებით, რამეთუ არა იცით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ. აღდგომასა მას მკუდრეთით არცა ჰხდებიან, არცა განჰხდებიან, არამედ, ვითარცა ანგელოზნი... არიან". ხედავ, ქრისტესადმი სიყვარულით ქალწულების ხვედრის ამრჩევნი, მიწაზე მცხოვრებნი და სხეულით შემოსილნი, როგორ მიბაძავენ ანგელოზურ ცხოვრებას? ამიტომ, რამდენადაც ეს ღვაწლი დიდი და მაღალია, იმდენად, და უფრო მეტადაც, დიდია გვირგვინები და ჯილდო, და სიკეთენი, რომელიც დაპირებულია მათთვის, ვინც ქალწულებასთან ერთად სხვა სათნოებებშიც იღწვის. „ხოლო ადამ, — ნათქვამია, — იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ" (). ვინაიდან ურჩობით ცოდვა შემოვიდა და განაჩენმა პირველი ადამიანები მოკვდავნი გახადა, ყოვლისშემძლე ღმერთი, თავისი სიბრძნით კაცთა მოდგმის გაგრძელებას რომ აწყობდა, სათნო იჩინა, რომ ის უკვე ქორწინებით მრავლდებოდ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲ ვყოთ? უკუეთუ უტევოთ ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისი, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ადგილიცა ჩუენი და ნა-თესავიცა“ (11,47-48).:

...სახითა, ვითარმედ: უკუეთუ იხილონ ჰრომთა, რომელ კრებს ერსა, დაგუწამონ განდგომილებაჲ და ტყუე-ყონ ნათესავი ჩუენი. რაჲსათჳს, ჵ უბადრუკნო? არა თუ განდგომილებასა გასწავლიდა; არა გიბრძანაა ხარკი მიცემად კეისარსა? ; ; არა გენებაა მეფედ დადგინებაჲ, და ივლტოდა? და არა უნდოსა ცხორებასა ეძიებდაა მარადის? და არცა სახლი აქუნდა, არცა სხუაჲ რაჲმე საქმეთაგან ამის სოფლისათა. ; არამედ გულისხმა-ყავთ, ძმანო, ვითარმედ არა თუ მოელოდეს საქმესა მას, ანუ თუ ეშინოდა მისგან და ამისთჳს იტყოდეს, არამედ ტყუვილით იტყოდეს, რაჲთამცა შეაშინეს ერი იგი შურისაგან, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რამეთუ ესრეთ აღძრეს ერი ქრისტესა ზედა. არამედ ვინაჲთგან მოკლეს ცხორებაჲ იგი ყოველთაჲ, ამისთჳს ქალაქი და ნათესავიცა მათი წარიღეს, და იქმნა სიტყუაჲ იგი, რომელსა ტყუვილით იტყოდეს, ჭეშმარიტ, რომელსა არა მოელოდეს. თუ არა, ქრისტემან ვის ასწავა განდგომილებაჲ? რამეთუ იგი მარადის დაჰჴსნიდა განდგომილებასა და ასწავებდა ცხორებასა საღმრთოსა და მო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:

...ათა შინა მისთა ბიწი, რამეთუ ყოლადვე რასაცა ჰკითხვიდეს, არა ამისთჳს ჰკითხვიდეს, რაჲთამცა ჭეშმარიტი ცნეს, არამედ რაჲთამცა მიზეზი პოვეს, ვითარცა-იგი რაჟამს ჰკითხეს, თუ: „ჯერარსა ხარკისა მიცემაჲ კეისრისაჲ ანუ არა?“ ; ; და რომელ ჰკითხეს განტევებისათჳს ცოლისა, ; და კუალად დედაკაცისა მისთჳს, რომლისა თქუეს, ვითარმედ შჳდ ქმარ ესხნეს. ; ; ხოლო თავადმან მუნ ამხილა მათი ტყუვილი, ვითარმედ: „რასა გამომცდით, ორგულნო?“ ; ; რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ დაფარულნი გულთა მათთანი უწყნის, ხოლო აქა არა ამხილა, რაჲთამცა გუასწავა არა ყოლადვე მხილებაჲ ბოროტისმყოფელთა ჩუენთაჲ, არამედ მოთმინებაჲ ყოვლისაჲვე სიმშჳდით. ვინაჲთგან უკუე უგუნურებისა საქმენი იყვნეს, რამეთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მიუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალაღებ პირსა კაცისასა. აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა ხარკისა მიცემაჲ კეისარსა ანუ არა?“ (22,16-17).:

...მათ ეწოდებოდა ჰეროდიან), რაჲთამცა ორკერ-ძო მახე დაურწყვეს: უკუეთუ მიცემაჲ თქუას ხარკისაჲ, მათ აბრალონ და თქუან, თუ: კაცთა თუალ-აღებ; უკუეთუ არამიცემაჲ თქუას, აქუნდენ მათ მჴედარნი ჰეროდესნი მოწამედ, და მისცენ იგი მთავარსა, ვითარცა განდგომილებისა მასწავლელი; ვითარცა ლუკა გუაუწყებს, ვითარმედ წინაშე ერისა ჰკითხესო, რაჲთა უმრავლესნი მოწამენი აქუნდენ. არამედ წინააღმდგომი შეემთხჳა და მრავალთა წინაშე ემხილა უგუნურებაჲ მათი.

„და ჰრქუეს მას: ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარო“. ჵ უშჯულონო, ვინაჲთგან იცით, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, ვითარ უწინარეს მცირედისა მაცთურად ხადოდეთ და გარდამაქცეველად ერისა და მოკლვად ისწრაფდით? ვაჲ თქუენდა, ორგულნო! ვინაჲთგან პირველ ამისსა ჰრქუეს ამპარტავანებით: „რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ?“ და პირი დაუყო მათ უფალმან, ამისთჳს აწ ორგულებით მოძღურით და ჭეშმარიტით ხადიან, რაჲთამცა ათქუმიეს სიტყუაჲ განდგომილებისაჲ. რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „არა ჰზრუნავ არავისთჳს და არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა“, ჰეროდესთჳს და კეისრისათჳს იტყოდეს, რაჲთამცა პოეს მის ზედა შესმენაჲ ჰეროდეს მიმართ და პილატესა, ვითარცა განმდგომელისაჲ.

ამისთჳს არა ჰრქუეს, თუ: რომელი უმჯობეს არს? არამედ: „შენ რაჲ გნებავსო...

სრულად ნახვა