...ი მისცეს სხუათა ქუეყანისმოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა“ (21,40-41).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ლუკა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ უფალმან თქუა განჩინებაჲ ესე, და „მათ თქუეს: ნუ იყოფინ! ხოლო თავადმან მიხედნა მათ და თქუა: ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელ-თა, იგი იქმნა თავ საკიდურთა?“
ხოლო მათე ესერა იტყჳს, ვითარმედ მათ მისცეს განჩინებაჲ, ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნესო.
გარნა არა ესე წინააღდგომაჲ არს ურთიერთას, რამეთუ ორივე იქმნა. პირველად მათ მისცეს განჩინებაჲ სასჯელისა თჳსისაჲ, ვითარცა ესერა მა-თე გუაუწყებს. მაშინ უფალი ეწამა სიტყუასა მათსა და ჰრქუა: ჰე, წარწყმიდნეს ქუეყანისმოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. მერმე ცნეს მათ სიტყჳსა მის ძალი, ვითარმედ მათთჳს იყო, და თქუეს: „ნუ იყოფინ!“
ვითარცა ლუკა იტყჳს. ხოლო უფალმან წინაჲსწარმეტყუელი წინაუყო მათ, რაჲთა დაარწმუნოს ჭეშმარიტებაჲ სიტყჳსა მის.
ხოლო დაღაცათუ თქუა, თუ: „მისცეს ვენაჴი იგი სხუათა“, არამედ არა გამოაცხადა სახელი წარმართთაჲ, რაჲთა არა სცეს მათ მიზეზი. რამეთუ ვითარცა ოდესმე ნათან უყო დავითს, რაჲთა მან თჳსითა პირითა მისცეს განჩინებაჲ ბრალისა თჳსისაჲ, ეგრეთვე აქა უფალმან იგავი ესე წინაუყო, რაჲთა მათ თქუან თჳსითა პირითა სასჯელი თჳსი, რაჲთა ცნ...