მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 20:13

12. მერმე კუალად მიავლინა მესამე. ხოლო მათ შეიპყრეს და დასდვეს მას წყლულებაჲ და გამოაძეს იგი.13. და თქუა უფალმან მის ვენაჴისამან: რაჲ ვყო? მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ უწყის, შეიკდიმონ.14. ხოლო ვითარცა იხილეს იგი ქუეყანის-მოქმედთა მათ, ზრახვა-ყვეს ურთიერთას და თქუეს: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი, რაჲთა ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 20
13. და თქუა უფალმან მის ვენაჴისამან: რაჲ ვყო? მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ უწყის, შეიკდიმონ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეოცე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 20; მ. 1-8]

1. და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ, 2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე: 4. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? 5. ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? 6. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაწარმეტყუელად. 7. და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო. 8. და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

უფალი, დიდებით შესული იერუსალიმში, თავისი ძალაუფლების დასამტკიცებლად აკეთებს იმას, რომ თავისი მამის სახლს წმენდს მოვაჭრეთაგან. მან ეს ქადაგების დასაწყისში გააკეთა, როგორც იოანე მახარებელი ამბობს (2, 13-18). ახლა კი იმავეს აკეთებს, მეორეჯერ. ეს იუეველთა უფრო მეტად დადანაშაულებას ემსახურება, რადგან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მსახურთა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი ჟამსა თჳსსა? ნეტარ არს მონისა მის, რომლისა მოვიდეს უფალი თჳსი და პოვოს იგი ესრეთ მოქმედი. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველსა ზედა მონაგებსა დაადგინოს იგი“ (24,45-47).:

...რავლებულ არს, და ცოდვანი მათნი განმრავლებულ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მა-თისა, რომელ მოიწევის ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან, უკუეთუ არა, რაჲთა ვცნა“; და სახარებასა შინა იტყჳს: „რაჲ ვყო? მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ იცის, შეიკდიმონ“.

ესე ყოველნი სიტყუანი უმეცრებასა გამოსახვენ, არამედ არარას უმეცარ იყო, გარნა განგებულებითა შუენიერითა იქმოდა. ადამსა ჰრქუა: „სადა ხარ?“ რაჲთა მისცეს მას ადგილი გულისხმის-ყოფად ცთომისა თჳსისა და აღსაარებად.

ხოლო სოდომელთათჳს ესრეთ განაწესა სიტყუაჲ იგი, რაჲთა გუასწაოს ჩუენ არა მიცემად განჩინებისა, ვიდრე არა კეთილად ზედამივიწინეთ საქმესა მას საძიებელსა. ხოლო იგავსა მას შინა სახარებისასა - რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ თანაედვა შეკდიმებაჲ ძისაგან და არა შეიკდიმეს.

ხოლო აქა თქუა: „ვინ არს მონაჲ იგი?“ რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ მცირედნი იპოვებიან ესევითარნი. ამისთჳსცა ჰნატრის მას. და ვითარმცა ჰნატრიდა, რომელი არა უწყოდა? ჰე, ჭეშმარიტად უწყოდა. არამედ რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ძლით იპოვების ესევითარი, ამის-თჳს თქუა: „ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი“, და შემდგომი ამისი.

ხოლო ამას არა საფასეთათჳს ოდენ ჴორციელთა იტყჳს, არამედ მოძღ...

სრულად ნახვა