მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 2:7

6. და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი.7. და შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუევლითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას.8. და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყოსოსა მათსა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 2
7. და შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუევლითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მოვიდეს სახლსა და იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა მისისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას“ (2,11).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მოვიდეს სახლსა და იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა მისისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას“ (2,11).

ხოლო ლუკა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „მიაწვინა იგი ბაგასა, რამე-თუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას“. ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ, ვი-თარმედ შვა რაჲ ნაშობი იგი საკჳრველებით დიდებული დედამან მან და ქალწულმან, მიაწვინა იგი ბაგასა სიტყჳსაებრ ლუკაჲსა, რამეთუ არა იყო ადგილ სავანესა მას, და მწყემსთა პოეს იგი მწოლარე ბაგასა, ხოლო კუალად აღიქუა იგი დედამან მან უქორწინებელმან წიაღად თჳსად; და ეგრეთ მოვიდეს მოგუნი და პოეს იგი წიაღთა დედისათა. რამეთუ მოსლვასა ოდენ ქალწულისასა ბეთლემდ აღივსნეს დღენი შობისა მისისანი, რაჲთა სცნა, ვითარმედ ყოველივე განგებულებით აღესრულებოდა, და ყოველივე ქადაგებულ იყო წინაწარმეტყუელთა მიერ, და ყოველივე ძალითა მაღლისაჲთა იქმნებოდა, რომელმანცა მოიყვანნა მოგუნი იგი სპარსეთით. და იხილეს რაჲ ყრმაჲ იგი დედისა თანა, დავარდეს და თაყუანის-სცეს მას.

რაჲ იხილეს მუნ განსაკჳრვებელი, რაჲ იხილეს უცხოჲ ანუ დიდებული კაცობრივთა გულისსიტყუათა ზედა, არა თუმცა მიუთხრობელი იგი მადლი და დიდებაჲ შობილისა მის განაკჳრვებდა სულთა მათთა? ამ...

სრულად ნახვა