...მისანი, დაღაცათუ ესევითარნი არა იყვნეს. ხოლო ამას, თუ ქალწულისაგან იშვა, არა ესრეთ განცხადებულად ანუ ზედაჲსზედა იტყოდეს, და არცა თუ უქორწინებელმან მან დედამან იკადრა ყოველთა მიმართ თქუმად ესე. იხილე, ოდეს-იგი წინაშე ერისა ეტყოდა უფალსა ქალწული იგი წმიდაჲ, რაჲ ჰრქუა მას: „აჰა ესერა მე და მამაჲ შენი გეძიებდით შენ“, რამეთუ ეშინოდა ცილისწამებისაგან ჰურიათაჲსა. ამისთჳს არცა თუ ანგელოზნი უთხრობდეს ყოველთა საიდუმლოსა ამას დიდსა, არამედ მარიამს ხოლო აუწყეს და იოსებს. ხოლო მწყემსთა, ახარებდეს რაჲ, არარაჲ მიუთხრეს ქალწულებით და უთესლოდ შობისათჳს. ამის ესევითარისა საქმისათჳს იქმნა განგებულებით მითხოაჲ იგი, რაჲ-თა ქალწულებაჲცა პატივ-იცეს და ქორწინებაჲცა წესიერი არა შეურაცხ იქმნას. რამეთუ ქალწულებაჲ, ვითარცა პატიოსანი და წმიდაჲ, გამოირ-ჩია განმწმედელმან მან წმიდათამან და ტაძარსა მას შინა განუხრწნელსა დაიმკჳდრა. ხოლო მითხოისა მის მიერ გამოაჩინა, ვითარმედ წესიერიცა ქორწინებაჲ არა წინააღმდგომ არს. ხოლო თქუა ვინმე პირველთაგანმან მამათამან სხუაჲცა სიტყუაჲ, ვითარმედ: ამისთჳს იქმნა მითხოაჲ ქალწულისაჲ იოსებისა, რაჲთა დაეფაროს საიდუმლოჲ იგი განკაცებისა ღმრთისაჲ მთავარსა მას ბნელისასა ეშმაკსა. რამეთუ ვინაჲთგან ესმა მას წინაწარმეტყუელისაგან, ვითარმედ: „აჰა ქალ...
სახარებაჲ ლუკაჲსი 2:48
47. განუკჳრდებოდა მათ ყოველთა, რომელთა ესმოდა მისი გულისჴმის-ყოფაჲ იგი და სიტყჳს-მიგებაჲ მისი.48. და იხილეს იგი და განუკჳრდა. ჰრქუა მას დედამან მისმან: შვილო, რაჲ ესე მიყავ ჩუენ ესრეთ? აჰა ესერა მე და მამაჲ შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ.49. და მან ჰრქუა მათ: და რაჲსა მეძიებთ მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 2