...ისმან: ღჳნოჲ არა არს აქა“ (2,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვიდრე ნათლის-ღებადმდე უფალსა სასწაული არარაჲ უქმნიეს, არამედ მიერითგან იწყო ქმნად სასწაულთა, რამეთუ სიყრმესა მისსა სხუაჲ არარაჲ ექმნა საკჳრველი, გარნა, ვითარცა ლუკა იტყჳს, ოდეს-იგი ჯდა შორის მოძღუართა ათორმეტისა წლისაჲ და ასწავლიდა და ისმენდა სწავლასა, თუ არა, სხუაჲ არცა ერთი რაჲ უქმნიეს; ამისთჳსცა უცნაურ იყო ყოველთა მიერ. ხოლო უკუეთუმცა პირველითგან სასწაულთა იქმოდა, არამცა უცნაურ იყო, ვითარცა-იგი რაჟამს იწყო ქმნად სასწაულთა, განჴდა სახელი მისი მცირედსა ჟამსა მას შინა ყოველსა ასურეთსა. არამედ უჯერო იყო მრავლითა სახითა პირველითგან ქმნაჲ სასწაულთაჲ, რამეთუ ურწმუნოცა მრავალნი იქმნებოდეს, ვითარცა-იგი უკუანაჲსკნელ იქმნნეს; არამცა უფროჲსად სიყრმისა მისისათჳს ურწმუნო იქმნნესა? და ჯუარ-ცუმაჲ ადრე ქმნულ იყო, რომელი-იგი არა ჯერიყო, არამედ უფალმან სიბრძნითვე ნათლის-ღებადმდე არცა ერთი რაჲ ქმნა სასწაული; ამისთჳს უცნაურ იყო.
ხოლო დედასა მისსა აქუნდა მეცნიერებაჲ დიდებულებისა მისისაჲ მუცლად-ღებისა მიერ დიდისა მის და საკჳრველისა და ქადაგებისაგან იოვანესისა. და რამეთუ ჟამი იყო გამოცხადებისა მისისაჲ, ამისთჳს ჰრქუა აქა ვედრებით, ვითარმედ: „ღ...