...ილთა სამწყსოჲსა თჳსისათა, რამეთუ აჰა კაცად და ძმად წოდებითა და მოჴსენებითა სიტყუასა მას სჳმეონ მოხუცებულისასა სიმშჳდით მოაჴსენებს მათ, ვითარ-იგი, რაჟამს მკლავთა მიიქუა უფალი, ჴმა-ყო წინაჲსწარმეტყუელებაჲ მოქცევისათჳს წარმართთაჲსა, ვითარმედ: "ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისა შენისა ისრაელისაჲ," () რამეთუ ესე იყო ნათელი, ქრისტეს მიერ მიფენილი წარმართთა ზედა, რამეთუ მოყვანებულ იქმნნეს ღმრთისმეცნიერებად, ხოლო ვინაჲთგან წამებაჲ ესე სჳმეონისი ახალ იყო, უმეტესად სარწმუნო ჰყოფს მას, მის თანა შეტყუებითა ძუელისა მის ამისის მიერ თქუმულისა წინაჲსწარმეტყუელებისაჲთა, ვითარმედ: მას დღესა შინა, ესე იგი არს ქრისტეს განკაცებისასა, რომელი-იგი არს ამისსა შემდგომად (ესე იგი არს ძუელისა შჯულისა შემდგომად ახალი შჯული) ამათ ჟამთა აღეშენების კარავი დავითისი (ჴორცნი იგი საუფლონი თესლისაგან დავითისსა) და დამჴობილი იგი მისი (ესე იგი არს დაჴსნილი იგი ტაძარი ჴორცთაჲ მათ) მესამესა დღესა აღდგების და აღემართების, და განახლდების ბაბილოვნელთა მიერ დაჴსნილი მეფობაჲ დავითისი, რაჟამს ძე მისი ქრისტე მეუფებდეს, არა ხოლო ნეშტთა მათ კაცთა ჰურიათაგანთა, არამედ ყოველთა წარმართთა ზედა, რომელნი წოდებულ იქმნნენ მოსახელედ მისსა ქრისტეანედ. ამას იტყჳს უფალი, რომელმან...
სახარებაჲ ლუკაჲსი 2:32
31. რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა,32. ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაჱლისა.33. და იყვნეს იოსებ და დედაჲ მისი დაკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა მისთჳს.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 2