...ილთა სამწყსოჲსა თჳსისათა, რამეთუ აჰა კაცად და ძმად წოდებითა და მოჴსენებითა სიტყუასა მას სჳმეონ მოხუცებულისასა სიმშჳდით მოაჴსენებს მათ, ვითარ-იგი, რაჟამს მკლავთა მიიქუა უფალი, ჴმა-ყო წინაჲსწარმეტყუელებაჲ მოქცევისათჳს წარმართთაჲსა, ვითარმედ: "ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისა შენისა ისრაელისაჲ," () რამეთუ ესე იყო ნათელი, ქრისტეს მიერ მიფენილი წარმართთა ზედა, რამეთუ მოყვანებულ იქმნნეს ღმრთისმეცნიერებად, ხოლო ვინაჲთგან წამებაჲ ესე სჳმეონისი ახალ იყო, უმეტესად სარწმუნო ჰყოფს მას, მის თანა შეტყუებითა ძუელისა მის ამისის მიერ თქუმულისა წინაჲსწარმეტყუელებისაჲთა, ვითარმედ: მას დღესა შინა, ესე იგი არს ქრისტეს განკაცებისასა, რომელი-იგი არს ამისსა შემდგომად (ესე იგი არს ძუელისა შჯულისა შემდგომად ახალი შჯული) ამათ ჟამთა აღეშენების კარავი დავითისი (ჴორცნი იგი საუფლონი თესლისაგან დავითისსა) და დამჴობილი იგი მისი (ესე იგი არს დაჴსნილი იგი ტაძარი ჴორცთაჲ მათ) მესამესა დღესა აღდგების და აღემართების, და განახლდების ბაბილოვნელთა მიერ დაჴსნილი მეფობაჲ დავითისი, რაჟამს ძე მისი ქრისტე მეუფებდეს, არა ხოლო ნეშტთა მათ კაცთა ჰურიათაგანთა, არამედ ყოველთა წარმართთა ზედა, რომელნი წოდებულ იქმნნენ მოსახელედ მისსა ქრისტეანედ. ამას იტყჳს უფალი, რომელმან...
სახარებაჲ ლუკაჲსი 2:3
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...სათჳს არქელაოზისა, და მეორედ - სადა-იგი დაშენებულ იყო, ენება მუნვე დამკჳდრებაჲ, ვინაჲთგან ანგელოზისაგანცა მოიღო ბრძანებაჲ. ხოლო ლუკა არა ესრეთ იტყჳს, თუ: ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და მისთჳს წარვიდა ნაზარეთს, არამედ: „ვითარცა აღასრულესო ყოველი მსგავსად შჯულისა, მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქად თჳსა ნაზარეთად“. რაჲ უკუე ვთქუათ ამისთჳს? რამეთუ ლუკა რასა-იგი იტყჳს, ჟამისა მისთჳს იტყჳს პირველ ეგჳპტედ შთასლვისა, რამეთუ არცა ეგებოდა პირველ ტაძრად მიყვანებისა შთასლვაჲ ეგჳპტედ, რაჲთამცა არარაჲ იქმნა გარეგან რჩულისა, არამედ დაყვეს ბეთლემს, ვიდრემდის აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი შჯულისა მისებრ მოსესისა. და მერმე მოვიდეს ტაძრად, ვითარცა იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა წერილ არს შჯულსა უფლისასა“, და მიერ წარვიდეს ნაზარეთად და მერმეღა შთავიდეს ეგჳპტედ და, აღმო-რაჲ-ვიდეს მიერ, მიიღეს ბრძანებაჲ მისლვად ნაზარეთსვე.
ხოლო პირველი იგი მოსლვაჲ, მო-რაჲ-იქცეს იერუსალჱმით, არა ბრძანებითა ანგელოზისაჲთა იყო, არამედ წესისაებრ თჳსისა, რამეთუ მუნ იყო მკჳდრობაჲ მათი. და არა თუ სხჳსა რაჲსათჳსმე აღსრულ იყვნეს ბეთლემდ, არამედ ბრძანებისა მისთჳს...