მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 2:22

21. და ვითარცა აღესრულნეს დღენი იგი რვანი წინადაცუეთისა მისისანი, და უწოდეს სახელი მისი იესუ, რომელ-იგი ეწოდა ანგელოზისა მისგან, ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა დედისა თჳსისასა.22. რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი სჯულისა მისებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა,23. ვითარცა დაწერილ არს სჯულსა უფლისასა, რამეთუ: ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს;
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 2
22. რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი სჯულისა მისებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოზ მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა მისისა, შეეშინა მისლვად მუნ; და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა ქუეყანად გალილეაჲსა. და მოვიდა და დაეშენა ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს“ (2,21-23).:

...შთასლვაჲ ეგჳპტედ, რაჲთამცა არარაჲ იქმნა გარეგან რჩულისა, არამედ დაყვეს ბეთლემს, ვიდრემდის აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი შჯულისა მისებრ მოსესისა. და მერმე მოვიდეს ტაძრად, ვითარცა იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა წერილ არს შჯულსა უფლისასა“, და მიერ წარვიდეს ნაზარეთად და მერმეღა შთავიდეს ეგჳპტედ და, აღმო-რაჲ-ვიდეს მიერ, მიიღეს ბრძანებაჲ მისლვად ნაზარეთსვე.

ხოლო პირველი იგი მოსლვაჲ, მო-რაჲ-იქცეს იერუსალჱმით, არა ბრძანებითა ანგელოზისაჲთა იყო, არამედ წესისაებრ თჳსისა, რამეთუ მუნ იყო მკჳდრობაჲ მათი. და არა თუ სხჳსა რაჲსათჳსმე აღსრულ იყვნეს ბეთლემდ, არამედ ბრძანებისა მისთჳს აღწერისა, რომელ გამოჴდა მათ დღეთა აგ-ჳსტოს კეისრისაგან, და არცა ადგილი აქუნდა საყოფლად ბეთლემს. და აღასრულეს რაჲ საქმე იგი, მოიწინეს დღენიცა შობისა მის საკჳრველისანი. ამისთჳს დაყვეს მუნ ვიდრე აღსრულებამდე დღეთა მათ განწმედისათა წესისაებრ რჩულისა და, მო-რაჲ-იყვანეს ყრმაჲ იგი ტაძრად და ყოველივე აღასრულეს წესი, მიიქცეს ნაზარეთს. ხოლო შთავიდეს რაჲ ეგჳპტედ და აღმოვიდეს, არღარა თავით თჳსით, არამედ ბრძანებითა ღმრთისა მიერ მოვლინებულისა ანგელოზისაჲთა მივიდეს ნაზარეთად, და ესეცა არავე ცუდად იყო, არამედ რაჲთა...

სრულად ნახვა