...იერ არიან ფერჴნი მახარებელთა მათ მშჳდობისათანი, რომელნი ახარებენ კეთილსა! (10,15).
თარგმანი: აჰა განმიცხადებიეს, ვითარმედ: მოვლინებულ ვარო, მოციქული იტყჳს, მახარებელად მშჳდობისა და კეთილისა; მშჳდობისა მის, რომელი ღმრთისა მიერ განჴორციელებულისა კაცთა მოეცა, რომლისათჳს ანგელოზნიცა ჴმობდეს: "ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ" (). ამისთჳს მიმოვვლი ყოველგან, რაჲთა უქადაგო კაცთა ძალი კეთილთა მათ მიუთხრობელთაჲ. ვინაჲცა, რომელნი-ეგე ურწმუნო ხართ, არა ჩემდა ურწმუნო ხართ, ჵ ჰურიანო, არამედ ესაიაჲსსა, პირველ მრავალთა წელთა მაუწყებელისა, ვითარმედ მოვივლინნეთ და ვქადაგოთ, რასა-ესე აწ ვქადაგებთ.
მოციქულისაჲ: არამედ არა ყოველთა ისმინეს სახარებისაჲ მის, რამეთუ ესაია იტყჳს: "უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი?" აწ უკუე სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ — სიტყჳთა ღმრთისაჲთა (10,16-17).
თარგმანი: რომელთანი-იგი ზემო ფერჴნი შეიმკვნეს სახარებითა მით მშჳდობისაჲთა, რაჲთა არავის უკჳრდეს, თუ რაჲსათჳს არა ყოველთა ჰრწმენა ღმრთივ მოვლინებული იგი ქადაგებაჲ მათი, ამისთჳს მისვე ესაიაჲს მიერ შემოიღებს სიტყუასა წინამოსწავებისასა. და ამითცა ჯერითა გულსავსე ჰყოფს მსმენელთა, ვითარმედ ღმერთი არაოდეს დაჰჴსნის თჳთმფლობელობასა კაცთასა, არცა ვის იძულებით მიიყვანებს მორჩ...