მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 19:8

7. და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად.8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი.9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 19
8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოგ მოწყალებისათჳს და არამიხუეჭისა:

...ტაცებისა მიერ და მოხუეჭისა მონაგებთაგან იქმნებოდის, რამეთუ იგი არა მოწყალებაჲ არს, არამედ უკეთურებაჲ. რამეთუ რაჲ სარგებელ არს ერთისა განძარცუვაჲ და მეორისა შემოსაჲ? რამეთუ დაღაცათუ ყოველივე მოტაცებული გლახაკთა მივსცეთ, არარაჲ სარგებელ იყოს. და გამოაჩინებს ზაქე, რომელმან მოტაცებული ყოველივე ოთხკეცად უკუნსცა, ხოლო ჩუენ ფრიადსა ვიტაცებთ და მცირედსა მივსცემთ და ამით ვჰგონებთ ღმრთისა მომადლებასა, რომლისა მიერ უფროჲსად განრისხნების იგი.

რამეთუ მითხარღა, უკუეთუ ვირი გზასა ზედა მომკუდარი ჰპოვო და მოითრიო და შეიღო საკურთხეველად, არა ყოველნი შენ გეცინოდიანა? აწ უკუე მე გამხილებ, ვითარმედ მოტაცებულისაგან ქმნილი მოწყალებაჲ ამისა უსაძაგელეს არს, რამეთუ ყოველივე ცოდვაჲ სიმყრალჱ არს ბოროტი. და ისმინე წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი“. ხოლო შენ სიტყჳთ ევედრები უფალსა დავიწყებად ცოდვათა შენთა და საქმით არა შეუნდობ მას დავიწყებად, არამედ მარადღე მოაჴსენებ, რამეთუ უკეთურებისა მონაგებსა საკურთხეველსა ზედა დასდებ და წმიდათა მისცემ. ანუ იტყჳა შენ, ვითარმედ: არა მოტაცებულსა მას მივსცემ, არამედ სხუასა, რომელი თჳთ ჩემი იყოო? და არა გულისხმა-ჰყოფა, ვითარმედ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პგ ანგაჰრებისათჳს:

...ჯდომნი ძოწეულნი და ბისონნი, არცა საყდარნი და ცხედარნი ოქროქანდაკებულნი, არცა გამოიღო საუნჯე-თაგან საბურავები სახითქმნული და ბიალონები იქცევისი, არამედ შეამკო სამკაულითა, რომელი სათნო იყო უფლისა, რამეთუ ჰრქუა უფალსა: „აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი“.

აწ უკუე ჩუენცა ესრეთსახედ შევამკობდეთ სახლთა ჩუენთა, რაჲთა შემოვიდეს ჩუენდა ქრისტე. ესევითარი ტაბლაჲ დაუგოთ, ესევითარნი საჯდომნი დაუსხნეთ, რაჲთა განისუენოს ჩუენ შორის, რაჲთა სავანე-ყოს ჩუენ თანა თანა მამით და სულით წმიდითურთ. ეგრეთვე მათე მეზუერემან ქმნა, გულსმოდგინებითა შეამკო სახლი თჳსი და დატევებითა ყოვლისაჲთა და შედგომითა ქრისტესითა. კორნელიოს კუალად შეამკო ქველისსაქმითა და ლოცვითა.

რამეთუ სამკაულ სახლისა არს სათნოებაჲ. და უნდოებაჲ სახლისა არა ესე არს: ცხედარი საგლახაკოჲ და ჭურჭელი კეცისაჲ და კედელნი მტუერდადებულნი, არამედ ცოდვანი მას შინა მყოფთანი.

და ამას ქრისტე გამოაჩინებს, რამეთუ სათნოებისა მოქმედთა შორის განისუენებს, ხოლო ოქროლესულთა მათ და ცოდვითა სავსეთა არცა თუ მიეახლების. აწ უკუე სადა ყოველთა მეუფე მკჳდრ არს, ჭეშმარიტად ყოვლისავე სამეუფოჲსა პალატისა იგი სახლი უბრწყინვალეს არს; ხოლო სადა ჭურჭელნი ეშმაკისანი არიან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოდ რაჲთა ვისწრაფოთ აქავე კურნებად წყლულებათა სულთა ჩუენთასა:

...ეთუ ერჩდა შჯულსა მას მკურნალისასა, რომელი მოვიდა უძლურებათა ჩუენთა ტჳრთვად და სნეულებათა აღებად, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ სასოებისა არაწარკუეთაჲ. იხილე სხუაჲცა მეზუერეთა მთავარი, რომელმან აღუთქუა ზოგი ნაქონებისა მისისაჲ მიცემად გლახაკ-თა, და უკუეთუ ვისმე ცილი დასდვა, მიგებად ოთხი წილი, შესლვასა მას უფლისასა სახედ მისა.

ხოლო შენ, უკუეთუ შეიწუები გულისთქუმითა მრავალთა საფასე-თაჲთა, ისმინე სხუაჲცა წამალი, მოცემული უფლისა მიერ: „ყოველმან, რომელმან დაუტეოსო სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მოიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“.

ვინაჲთგან ესევითარნი აღთქუმანი მოცემულ არიან ჩუენდა, რაჲსათჳს უდებ ვართ, ძმანო, რაჲსათჳს დაჴსნილ ვართ? არა ვხედავთა პავლეს, ვი-თარ იქადოდა ჭირთა შინა და ნაკლულევანებათა, არა თუ განსუენებათა და სიმდიდრეთა? და ყოველსავე მჴედარსა, ოდეს იბრძოდის და გჳრგჳნოსან იქმნებოდის, მაშინ უხარინ, არა თუ ოდეს მოცალედ არნ და უდებად. ეგრეთვე ვაჭარმან პოის რაჲ სიმდიდრე ვაჭრობისაგან, არღარასადა სწადინ შინა ჯდომაჲ, არამედ ზღჳთ და ჴმელით ვალნ და ვაჭრობასა მოირეწნ. აწ უკუე ჩუენცა თუ ვიხილოთ გემოჲ ნაყოფთა მათ სულიე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო, ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანასხდეს იესუჲს თანა ინაჴით და მოწაფეთა მისთა თანა“ (9,10).:

...ომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: „დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ“, აღივსო სიხარულითა და იტყოდა: „აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი“. ამისთჳსცა ჰრქუა მას უფალმან: „დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისა ამის“. თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ იგი პავლესი, რომელსა იტყჳს: „უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ, ანუ ანგაჰრ, ანუ მომთრვალე, ანუ მტაცებელ, ესევითარისა მის თანა ნუცა სჭამთ“? ხოლო ჩუენ ესრეთ ვიტყჳთ, ვითარმედ: პირველად ესე მებრ არა ჩანს, თუ მოძ-ღუართა ეტყჳს ამას, არამედ ძმათა ხოლო; მერმე ესეცა საცნაურ არს, ვი-თარმედ ესე მეზუერენი ჯერეთ არა განსრულებულთაგანნი იყვნეს, არცა ძმად შერაცხილნი; და კუალად პავლე მათ ძმათაგან იტყჳს გარემიქცევასა, ოდეს თჳსსავე უკეთურებასა ზედა ეგნენ, ხოლო ამათ დაეტევა ბოროტისა გზაჲ და მოქცეულ იყვნეს ქრისტესა. ამისთჳსცა არა ჯერ-იყო გარემიქცევაჲ მათგან პირისა მისისაჲ, არამედ უფროჲსად შეწყნარებაჲ წყალობით. გარნა უღმრთოთა მათ ფარისეველთა არა სთნდა ესე; ამისთჳსცა ეტყოდეს მოწაფეთა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭ...

სრულად ნახვა