მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 19:5

4. და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო.5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ.6. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 19
5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო, ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანასხდეს იესუჲს თანა ინაჴით და მოწაფეთა მისთა თანა“ (9,10).:

...ჰა ესერა ერთი ესე მეზუერე მოინადირა და განიყვანა მეზუერეობისაგან და ანგელოზთა თანამოდასე-ყო და ზიარებითა მით ტაბლისაჲთა არა იგი ხოლო, არამედ სხუანიცა აცხოვნნა. და ისმინეთ სიტყუაჲ ზაქესი, სხჳსა მის მეზუერისაჲ, რამეთუ ესმა რაჲ სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: „დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ“, აღივსო სიხარულითა და იტყოდა: „აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი“. ამისთჳსცა ჰრქუა მას უფალმან: „დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისა ამის“. თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ იგი პავლესი, რომელსა იტყჳს: „უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ, ანუ ანგაჰრ, ანუ მომთრვალე, ანუ მტაცებელ, ესევითარისა მის თანა ნუცა სჭამთ“? ხოლო ჩუენ ესრეთ ვიტყჳთ, ვითარმედ: პირველად ესე მებრ არა ჩანს, თუ მოძ-ღუართა ეტყჳს ამას, არამედ ძმათა ხოლო; მერმე ესეცა საცნაურ არს, ვი-თარმედ ესე მეზუერენი ჯერეთ არა განსრულებულთაგანნი იყვნეს, არცა ძმად შერაცხილნი; და კუალად პავლე მათ ძმათაგან იტყჳს გარემიქცევასა, ოდეს თჳსსავე უკეთურებასა ზედა ეგნენ, ხოლო ამათ დაეტევა ბოროტისა გზაჲ და მოქცეულ იყვნე...

სრულად ნახვა