...ნი ყოველნი განასხნა და ჰრქუა მათ: „ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო“ (2,16); ხოლო სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვი-თარმედ: „განასხმიდა და ეტყოდა: ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა ქუაბ ავაზაკთა“. ; ; ხოლო არა თუ ურთიერთას წინააღუდგებიან მახარებელნი, - ნუ იყოფინ! - არამედ გამოაჩინებენ, ვითარმედ ორგზის ქმნა საქმჱ იგი და არა ერთსა ჟამსა, არამედ ესე შემდგომად ნათლის-ღებისა იყო მცირედითა ჟამითა, ხოლო იგი - ჟამსა ვნებისასა მიახლებულად. ხოლო რაჲსათჳს ქმნა ესე ქრისტემან, რომელ ესრეთ რისხვით მოუჴდა მათ და შოლტითა განასხნა, რომელ-ესე არაოდეს უქმნიეს, რაჟამს-იგი აგინებდიან და ჰგმობდიან? გარნა ვინაჲთგან შაბათსა შინა ეგულებოდა სასწაულისა ქმნაჲ და სხუათა მრავალთა ესევითართა აღსრულებაჲ, რომელნი მათ მიერ შჯულისა გარდასლვად შერაცხილ იყვნეს, და რაჲთა არავის აქუნდეს სიტყუაჲ, ვითარმედ წინააღმდგომ არს მამისა და შჯულისა დამჴსნელ, ამისთჳს ქმნა ესე; რამეთუ ვითარმცა ეგებოდა, თუმცა რომელმან-იგი ტაძრისათჳს ესეოდენი შური აჩუენა, და ტაძრისა მის მეუფისამცა, რომელი მას შინა იმსახურებოდა, მისამცა წინააღმდგომ იყო? რამეთუ პირველნიცა იგი ჟამნი, რომელნი შჯული...
სახარებაჲ ლუკაჲსი 19:45
44. და დაგარღჳონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა შენ შორის ამისთჳს, რამეთუ არა გულისჴმა-ჰყავ ჟამი მოხედვისა შენისაჲ.45. და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად მსყიდელთა მათ და მომსყიდელთა46. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს, ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 19