...ა არა თუ ოდენ არა ჰნებავს დატევებაჲ და ტანჯვაჲ ჩუენი, არამედ ოდეს გუტანჯვიდეს, მასცა არა ნებსით, არამედ უნებლიაჲთ იქმს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ“; და ქრისტეს ეგულებოდა რაჲ იერუსალჱმისა წარწყმედაჲ, ცრემლოვოდა მას ზედა, რომელსა ჩუენ ვიქმთ მოყუარეთა ჩუენთა ზედა.
სწავლაჲ ჲჱ: სიყუარულისათჳს
ამისთჳს უკუე, რომელთა ესე ყოველი ვიცით, ვისწრაფოთ, რაჲთა არა დატევებულ ვიქმნნეთ ღმრთისა მიერ, არამედ ვიღუწიდეთ სულთა ჩუენთა და ვისწრაფდეთ შეყუარებად მოყუსისა და ნუმცა განვეყოფვით ასოთა ჩუენთა, რომელ-ესე საქმჱ არს განცოფებულთაჲ, არამედ უფროჲსად ვისწრაფდეთ კურნებად ასოთა ჩუენთა, უკუეთუ უძლურნი იყვნენ. რამეთუ ჴორციელთა ამათ ასოთა შინა უკუეთუ ვიხილოთ ერთი რომელიმე მოუძლურებული, ყოვლითა მოსწრაფებითა არა დავსცხრებით კურნებად, და უკუეთუ ვერ შეუძლოთ, არავე დავსცხრებით. ეგრეთვე უკუე ვისწრაფოთ ძმათა ჩუენთა ყოფად და ურთიერთას სიმძიმესა ვიტჳრთვიდეთ, რაჲთა ესრეთ აღვასრულოთ შჯული ქრისტესი და მივემთხჳნეთ საუკუნეთა კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუ...