მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 19:27

26. გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ყოველსა რომელსა აქუნდეს, მიეცეს; ხოლო რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან.27. ხოლო მტერნი იგი ჩემნი, რომელთა-იგი არა უნდა მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, მომგუარენით მე აქა და მოწყჳდენით წინაშე ჩემსა.28. და ვითარცა ესე წართქუა, ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა იერუსალჱმდ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 19
27. ხოლო მტერნი იგი ჩემნი, რომელთა-იგი არა უნდა მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, მომგუარენით მე აქა და მოწყჳდენით წინაშე ჩემსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ოდეს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არარას ვიტყჳ, არამედ ვითარცა მასწავა მამამან, მასცა ვიტყჳ. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს და არა დამიტევა მე მარტოჲ“ (8,28-29).:

... ჰხედავა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ამათ სიტყუათა ეტყოდა, რომელ არღა ჰრწმენა მისი? თუ არა, უკუეთუ თჳთ ეგულების წარწყმედაჲ მათი, ვითარცა ეგულებისცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მომგუარენით აქა, რომელთა არა ენება მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, და მოსწყჳდენით წინაშე ჩემსა“. და ვინაჲთგან თჳთ არს ჴელმწიფჱ წარწყმედასა ზედა მათსა, რაჲსათჳს არა თავისა თჳსისა საქმედ უწესს ამას, არამედ მამისა? საცნაურ არს უკუე, ვითარმედ მათისა უძლურებისათჳს, რამე-თუ ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად ყოვლისავე, და კუალად, რამეთუ პატივ-სცემდა მამასა. რამეთუ ვინაჲთგან ყოველთა მათ კეთილთა ჩემთა ზედა არა ინებეთ გულისხმის-ყოფად მოსლვაჲ, ამისთჳს, რაჟამს-იგი იტანჯებოდით, მაშინ სცნათ, ვინ ვარ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ჩემ თანა არს მამაჲ“ (8,29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, ვითარმედ: „მომავლინა მე“, უდარჱსობისათჳს მისისა თქუა, ამის-თჳს იტყჳს, ვითარმედ: „ჩემ თანა არს“, რამეთუ ერთი იგი განგებულებისა მისისაჲ არს და მეორჱ - ღმრთეებისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა დამიტევა მე მარტოჲ, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის“ (8,29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სიტყუაჲ თჳსი უმდაბლჱსისა სახისა მომართ მოიყ...

სრულად ნახვა