მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 19:11

10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.11. და ვითარცა ესმოდა ესე ერსა მას, შესძინა და თქუა იგავი ამისთჳს, რამეთუ მოახლებულ იყო იგი იერუსალჱმსა, და ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისაჲ.12. და ჰრქუა მათ: კაცი ვინმე აზნაური წარვიდა შორსა სოფელსა მოღებად თავისა თჳსისა მეუფებისა და მოქცევად.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 19
11. და ვითარცა ესმოდა ესე ერსა მას, შესძინა და თქუა იგავი ამისთჳს, რამეთუ მოახლებულ იყო იგი იერუსალჱმსა, და ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისაჲ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცხრამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 19. მ. 1-10]

1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ. 2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. 3. და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. 4. და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. 5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. 6. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით. 7. და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. 8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. 9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს. 10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.

უფალი სტაცებს ყველაზე უფრო მტკიცე ჭურჭელს ეშმაკს და არღვევს მის ქალაქებს. ვინაიდან იხილე, რომ მან არა მხოლოდ მეზვერენი დაიმოწაფა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდოდა იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს“ (20,17-19).:

...ეს თავთა თჳსთა უფროჲს სხუათასა პატივცემულად და ამისთჳს ჰგონებდეს მიმთხუევად სათხოელსა მას.

ხოლო რაჲ არს ესე, რომელსა ითხოენ? ისმინე ლუკა მახარებელისაჲ, რომელი განცხადებულად გამოაჩინებს ამას და იტყჳს, ვითარმედ: „მოახლებულ იყო იერუსალჱმს იესუ, და ჰგონებდეს, ვითარმედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისაჲ“. ამისთჳს უკუე ითხოვდეს თხოასა ამას, რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ სასუფეველი იგი მაშინ გამოჩინებად იყო ხილულად და განცხადებულად, და უკუეთუ მიანიჭოს მათ თხოაჲ იგი, არღარაჲ სადა შეემთხჳოს მათ ძჳრი, არცა რაჲ იხილონ ძნელოვანი. და ნუვის უკჳრს, ნუცა შეშფოთნების ამისთჳს, თუ ვითარ მოციქულნი ესრეთ უმეცარ იყვნეს; რამეთუ არღა აღსრულებულ იყო ჯუარ-ცუმაჲ უფლისაჲ, არღა მოცემულ იყო მათდა მადლი სულისა წმიდისაჲ, არამედ ჯერეთ ჩჩჳლ იყვნეს სრულისა მის გულისჴმის-ყოფისა მიმართ. ხოლო გნებავს თუ სათნოებისა და გულისჴმის-ყოფისა მათისა ხილვაჲ, ამისა შემდგომად იხილენ, ვითარ აღმაღლდეს ყოვლისავე კაცობრივისა გულისსიტყჳსაგან მადლითა მით სულისა წმიდისაჲთა, ხოლო აწ ჯერეთ არა მიწევნულ იყვნეს საზომსა მას სრულებისასა. ამისთჳს ჰგონებდეს, თუ აღვიდენ რაჲ იერუსალჱმდ, გამოჩნდების სასუფეველი იგი ცათაჲ ხილული-თა წესითა, და ქრისტე მეუფედ დაჯდების იერუსალჱმს, და იგი არს ჟამი დი...

სრულად ნახვა