მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 18:27

26. ხოლო რომელთა-იგი ესმა, ჰრქუეს მას: და ვის ჴელ-ეწიფების ცხორებად?27. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.28. ჰრქუა მას პეტრე: აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 18
27. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოდ რაჲთა ვისწრაფოთ აქავე კურნებად წყლულებათა სულთა ჩუენთასა:

...(მათ. 19,16-22) და კუალად ამას თანა სხუაჲ მახარებელი გიჩუენებს მეორესა მას მდიდარსა, რომელი იწუებოდა ცეცხლსა შინა და არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო.

კუალად იტყჳს სახიერი იგი მკურნალი, ვითარმედ: „შეუძლებელი კაცთაგან ღმრთისაგან შესაძლებელ არს“, რაჲთა სცნა, ვითარმედ დაღაცათუ მდიდარ იყო, ძალ-უც მკურნალსა მას კურნებაჲ შენი, რამეთუ არა სიმდიდრე განაგდო წესისა მისგან, არამედ მონებაჲ საფასეთაჲ და ტრფიალებაჲ ანგაჰრებისაჲ; რამეთუ მდიდარსა უკუეთუ სიმდიდრე თჳსი ზიარად აქუნდეს გლახაკთათჳს, ძალ-უც შესლვად ცხორებასა, და რაჲთა უმეტესისა მოგებაჲ ექსორია-ყოს გულისაგან თჳსისა, ვითარცა იყო ნეტარი იობ და დიდი აბრაჰამ, ისაკ და იაკობ და მსგავსნი მათნი, რომელნი სიმდიდრესაცა შინა სათნო-ეყვნეს ღმერთსა. მოიგე სხუაჲცა მკურნალი და უფროჲსღა სახე კურნებისაჲ; იხილე მეზუერე ესე, რომელი შეპყრობილ იყო სენითა მით ანგაჰრებისათა და ადრე მიემთხჳა კურნებასა და იქმნა უპოვარ, რამეთუ ერჩდა შჯულსა მას მკურნალისასა, რომელი მოვიდა უძლურებათა ჩუენთა ტჳრთვად და სნეულებათა აღებად, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ სასოებისა არაწარკუეთაჲ. იხილე სხუაჲცა მეზუერეთა მთავარი, რომელმან აღუთქუა ზოგი ნაქონებისა მისისაჲ მიცემად გლახაკ-თა,...

სრულად ნახვა