მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 18:26

25. უადვილეს არს მანქანისა საბელი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.26. ხოლო რომელთა-იგი ესმა, ჰრქუეს მას: და ვის ჴელ-ეწიფების ცხორებად?27. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 18
26. ხოლო რომელთა-იგი ესმა, ჰრქუეს მას: და ვის ჴელ-ეწიფების ცხორებად?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა შანთისაჲ. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდად ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. დავარდა მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მას მონაჲ იგი, განუტევა და თანანადებიცა იგი მიუტევა მას“ (18,23-27), და შემდგომი ამისი. რამეთუ შემდგომად ესოდენისა მის კაცთმოყუარებისა პოა მან მოყუასი, რომლისა თანაედვა მას ასი დრაჰკანი, შეაშთობდა მას, და ამისთჳს შეჰრისხნა მეუფე იგი და შეაყენა საპყრობილედ, ვიდრემდე ყოველი გარდაიჴადოს.:

...ა უმეტესცა ცოდვათა ჩუენთა სიმრავლე, მცირედ რაჲმე გამოჩინებად ჴელ-ვყო, გარნა მეშინის, ნუუკუე უდებთა და ცოდვისმოყუარეთა უმეტესისა უდებებისა მიზეზ-ვსცე, გინა თუ მოსწრაფენი უმეტესსა შთავსთხინე ზრუნვასა, და თქუან სიტყუაჲ იგი მოციქულთაჲ: „ვის ჴელ-ეწიფების ცხორებად?“ ; გარნა ყოველსავე ზედა ვთქუა, რაჲთა უმეტესად განვეკრძალნეთ, ვიხილოთ რაჲ სიმრავლე ცოდვათა ჩუენთაჲ და ვცნათ ძალი იგი სინანულისაჲ. ხოლო ვთქუნე და გამოვაჩინნე ცოდვანი არა კაცად-კაცადისანი, არამედ ზოგადნი ყოველთანი, ხოლო კაცად-კაცადისაჲ თითოეულისა გონებამან გამოსახენ. გარნა პირველად ჯერ-არს თქუმად ქველისმოქმედებათა ღმრთისათაჲ, რაბამნი არიან და რაოდენნი: არაარსისაგან არსად მოგჳყვანნა და ხილულნი ესე ყოველნივე ჩუენთჳს დაჰბადნა: ცაჲ და ქუეყანაჲ და ზღუაჲ, ჰაერნი და ცხოელნი, ნერგნი და მცენარენი და სხუანი იგი აურაცხელნი საქმენი; სული ცხოელი მოგუცა ჩუენ, უაღრესი ყოველთავე მყოფთა ქუეყანასა ზედა; სამოთხე დაასხა ჩუენთჳს; უფლად ყოველ-თა პირუტყუთა, თევზთა და მფრინველთა დაგუადგინნა; დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-გუყვნა. ამისა შემდგომად უმადლო ვიპოენით და გარდამავალ მცნებისა მისისა და სამოთხით გამოვისხენით, არამედ არავე უგულებელს-გუყვნა, რამეთუ მხ...

სრულად ნახვა