მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 18:22

21. ხოლო მან თქუა: ეგე ყოველნი დავიმარხე სიყრმით ჩემითგან.22. ესმა რაი ესე იესუს, ჰრქუა მას: ერთიღა გაკლს შენ: ყოველი, რაჲცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.23. და ვითარცა ესმა ესე მას, მწუხარე იქმნა, რამეთუ იყო მდიდარ ფრიად.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 18
22. ესმა რაი ესე იესუს, ჰრქუა მას: ერთიღა გაკლს შენ: ყოველი, რაჲცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლთ ძჳრისჴსენებისათჳს და მოწყალებისა:

...ოროტი მიაგო, ანუ არა მისცა, რაჲ მას უჴმდა, არა შეუყუარებიეს, ვი-თარცა თავი თჳსი. და არა ესე ოდენ ბრძანა ქრისტემან, არამედ სხუაჲცა, ვითარმედ: „განყიდე მონაგები შენი, მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე“, ; ; რამეთუ საქმეთა მიერ მსგავსებასა უწოდა შედგომად.

რასა უკუე ვისწავლით ამისგან? ერთად, ვითარმედ რომელსა ესე ყოველი არა აქუნდეს, ვერ მიემთხუევის სრულებასა მას ცხორებასა შინა, რამეთუ ვითარცა სისრულისა მომატყუებელი თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ გნებავს სრულ-ყოფაჲ, განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა“. და კუალად ამასცა გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ თჳთ მასცა ამხილა, ვითარმედ ამაოდ ზუაობს, რამეთუ რომელი ესევითარსა სიმდიდრესა შინა იყო და სხუათა შეურაცხ-ჰყოფდა სიგლახაკესა შინა, ვითარმცა შეიყუარა მან მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი? და არცა სადამე მას იტყოდა ჭეშმარიტებით. არამედ ჩუენ ვისწრაფოთ ყოვლითა ძალითა ყოვლისა მონაგებისა ჩუენისა მიცემად და მოსყიდად სასუფეველსა ცა-თასა, რამეთუ უკუეთუ კაცნი სოფლისა პატივისათჳს ყოველსა მონაგებსა მისცემენ, პატივისა აქავე დაშთომადისა, და მრავალგზის აქაცა არავე დაადგრის მათ თანა მრავალ ჟამ, უკუე ჩუენ რაჲ ვთქუათ, რომ...

სრულად ნახვა