მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 18:19

18. და ჰკითხა ვინმე მას მთავარმან და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?19. ჰრქუა მას იესუ: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი.20. მცნებანი იცნი: ნუ იმრუშებ, ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 18
19. ჰრქუა მას იესუ: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ი̂ვ. პეტრეს მიერ თხრობაჲ კორნილიოჲსთჳს და ბარნაბჲს ანტიოქიად წარვლინებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ესმა სიტყუაჲ ესე ყურთა კრებულისათა, რომელნი იყვნეს იერუსალემს მათთჳს, და მიავლინეს ბარნაბა, რაჲთა განვიდეს ვიდრე ანტიოქიადმდე, რომელი-იგი მოვიდა და იხილა მადლი იგი ღმრთისაჲ და განიხარა, და ჰლოცვიდა ყოველთა გულსმოდგინებითა გულისაჲთა დადგრომად უფლისა მიმართ, რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა. და შეეძინა ერი მრავალი უფალსა (11,22-24).:

...ლად მუნვე იქციან და არასადა განეშორებოდეს ათორმეტნი იგი იერუსალემსა და ჰურიასტანსა, ვიდრე წარსლვადმდე პავლესსა ჰრომედ. ხოლო მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიად, ვითარცა წამებული აღსავსედ სულითა წმიდითა და კაცად სახიერად. სახიერ უკუე ეწოდა არა წინა-აღმდგომად სიტყჳსა მის, ვითარმედ: "არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი" (), არამედ რაჲთა შენ ისწავო, ვითარმედ ღმერთსა ბუნებით აქუს სახიერებაჲ, და არავინ არს ბუნებით სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი. ხოლო მის მიერვე მადლით და მინიჭებით ბარნაბასცა და მსგავსთა მისთა ყოველთა სახიერ სახელ-ედების, რაჟამს ყოველთა მოქენე და განმამტკიცებელ იყვნენ სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა და ერთა ურიცხუთა ქადაგ სარწმუნოებისა.

და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესსა და პოვა და მოიყვანა ანტიოქიად. და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანად (11,25-26).

თარგმანი: რად არა მოციქულთა მიუწერეს პავლეს მოსლვაჲ ანტიოქიად, თჳნიერ მივლინებისა ბარნაბაჲსსა? — ცხად არს, ვითარმედ არღა ფრიად შემეცნებულ იყვნეს ძლიერებასა ქადაგებისა მისისასა.

იმისთჳს მათ ბარნაბა მოავლინეს ანტიოქიად. ხოლო ბარნაბა დატევებად სცა პავლეს ტარსუნი, ვითარცა უმცირესი, და მოიყვან...

სრულად ნახვა