მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 18:10

9. თქუა ვიეთამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თჳსთა, ვითარმედ მართალ არიან, და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა,10. ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე.11. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე,
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 18
10. ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთვრამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 18; მ. 1-8]

1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა. 2. და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. 3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. 4. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, 5. ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე. 6. და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყვს. 7. ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? 8. გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?

რამდენადაც უფალმა მწუხარებანი და საფრთხეები ახსენა, მათგან კურნებასაც გვთავაზობს. ეს კურნება ლოცვაა და არა უბრალოდ ლოცვა, არამედ განუწყევეტელი და გაძლიერებული...

სრულად ნახვა
მოძღვრება კვირიაკესა ზედა მეზვერისასა და ფარისეველისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ორნი კაცნი აღვიდენ ლოცვად ტაძარს შინა, ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე; (ლუკ. 18,10).

ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! იგავი ფარისეველსა და მეზვერესა ზედა იპყრობს თვის შორის ვრცელსა და ღრმასა ქრისტიანულსა ზნეობითსა სწავლასა, ამისთვის კვალადვე განვიხილოთ იგი დღეს აღსაშენებელად სულთა ჩვენთა. ორნი კაცი აღვიდენ ლოცვად ტაძარსა შინა, ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე. ვინ იყო ფარისეველი? სახარება ხშირად იხსენიებს მათ და ცხადად აღწერს მათთა სულიერთა თვისებათა. ფარისეველნი იყვნენ კაცნი სწავლულნი, მწიგნობარნი და ერისაგან პატივცემულნი. გარნა მათი ზნეობა და ყოფაქცევა სრულიად წინააღმდეგი იყო იმ ზნეობისა, რომელსა მოითხოვდა და ასწავლიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. სჯულსა აღასრულებდენ იგინი გარეშეობით, საჩვენებლად კაცთა, ხოლო დაფარული მათი შინაგანი თვისება იყო ბოროტი, ამპარტავანი, აღვსებული შურითა და ანგარებითა. გარნა ყოვლიფერზე უცუდესი ის იყო მათ შორის, რომ ფარისეველნი არ გრძნობდენ თავის სიცოდვეს. არამედ თავნი თვისნი მიაჩნდათ მართლად, სათნოდ და წმინდად. უფალი ჩვენი იესო ქრისტე წინააღმდეგ ამისა ასწავლიდა ყოველთა კაცთა, რათა შეიძინონ შინაგანი...

სრულად ნახვა
სიტყვა მეზვერის და ფარისეველის კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას! (ლუკ. იჱ, იგ).

ორნი კაცნი შევიდენ ტაძარსა შინა ლოცვად. ვითარცა მოგვითხრობს დღეს წაკითხულისა სახარებისა იგავი, ერთმან გრძლად ილოცა, მრავალი სიტყვა წარმოსთქვა ლოცვასა შინა თვისსა; გარნა მისი ლოცვა არ შეიწყნარა ღმერთმან. მეორე მლოცველმა მხოლოდ ეს ხუთი სიტყვა წარმოსთქცა ლოცვაში: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და ხშირად ამათვე სიტყვათა განიმეორებდა გულის ცემითა და იგი გამოვიდა საყდრიდამ გამართლებული. რა იყო მიზეზი ამისა? რამ გაამართლა მოკლე ლოცვის მთქმელი მეზვერე და რისთვის გამტყუნდა გრძლად მლოცველი ფარისეველი? მიზეზი ამისა ის იყო, ძმანო ჩემნო, რომელ-ჭეშმარიტი ლოცვა არა მდგომარეობს მრავალ სიტყვაობასა შინა, არცა მრავალ მუხლმოდრეკასა, არცა ხელთა აღპყრობასა, არცა მხოლოდ პირჯვრის წერასა, არცა სხვათა ამის მსგავსთა გარეგანთა მოქმედებათა. ისენი არიან მხოლო ნიშანნი და სახენი ლოცვისანი; შეიძლება რომ იგინი ჰქონდეს კაცს და ჭეშმარიტი ლოცვა კი არ იცოდეს. მაშასადამე რაი არს ჭეშმარიტი ლოცვა?

ჭეშმარიტი ლოცვა არის პირველად თავის ცნობა, თავის სულიერის მდგომარეობის შეტყობა, როდესაც კაცი თვისითა ჰაზრითა და...

სრულად ნახვა
სიტყვა მეზვერისა და ფარისევლისა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებული სახით თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი (ლუკ. იჱ, იდ).

იგავსა შინა დღეს წაკითხულისა სახარებისაგან მაცხოვარმან აღწერა რა ლოცვა მეზვერისა და ფარისეველისა, ესრედ დააბოლოვა სიტყვა თვისი: გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თვისად, ვიდრე ფარისევგლი იგი, ესე იგი მეზვერე განმართლდა, ანუ მიიღო მოტევება ცოდვათა ლოცვისა თვისისაგან, ხოლო ლოცვა ფარისეველისა იქმნა უნაყოფო, მან არ მიიღო შენდობა ღვთისაგან.

სიტყვათა ამათგან სჩანს, რომელ ყოველ კაცს თვით თვისი ლოცვა ანუ გაამართლებს, ანუ გაამტყუნებს. შენ სდგეხარ აქ, ძმაო ჩემო, და ლოცულობ, ხოლო სული წმიდა ისმენს რა ლოცვასა და გამოსცდის რა გულსა შენსა, მაშინვე შეადგენს განჩინებასა შენზედა, ესე იგი იქავე ანუ გაგამართლებს შენ, ანუ გაგამტყუნებს შენ თვით ლოცვისა შენისაგან: და გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი.

რით განმართლდა მეზვერე იგი? მით, რომ მან თითონ გაიმტყუნა თავი თვისი წინაშე ღვთისა. ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას! ესრედ იტყოდა იგი სიღრმისაგან გულისა თვისისა. შენც კი ხშირად იტყვი, ძმაო, სიტყვათა ამათ,...

სრულად ნახვა
სიტყვა ფარისეველის და მეზვერის კვირიაკესა, თქმული ქუთაისს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

იგავი ფარისეველსა და მეზვერესა ზედა არა ერთ გზის იყო საგნად ჩვენისა თქვენდამი უბნობისა, ძმანო ქრისტიანენო! გარნა ათასჯერაც რომ ყოფილიყო ჩვენი უბნობა მას ზედა და ნაცვლად ერთისა ენისა ასი ენა რომ გვქონდეს პირში და თითოეულითა ათასჯერ გვეთქვას მასზედა, ვგონებ არ იქმნებოდა მომატებული. ეგოდენ საჭირო არს გაფრთხილება ჩვენი ფარისევლობისაგან! როგორ არ უნდა ვლაპარაკობდეთ ხშირად ფარისევლობაზედა, როგორ არ უნდა ვაფრთხილებდეთ თავსა ჩვენსა საშინელისა ამის სულიერისა სენისაგან, როდესაც გარემოს ჩვენსა ვხედავთ ათასთა ნიშანთა ფარისევლობისასა; ვხედავთ, რომელ ურიცხვნი ქრისტიანენი შთაფლული არიან ამ საშინელ ცოდვაში.

ფარისეველი იგი, რომლისა უგუნური  ლოცვა აღწერა მაცხოვარმან ჩვენდა გასაფრთხილებლად, წარსდგა რა ტაძარს შინა, მადლობასა შესწირვიდა ღმერთსა, რომ იგი არ არის ცუდი კაცი, იგი ასრულებს ბეჯითად სჯულსა, იგი არ არის მსგავსი ცოდვილისა მეზვერისა, მაშინ როდესაც იგი, ფარისეველი, იყო ამპარტავანი, ანგაარი და არ მოერიდებოდა არცა ერთს ცოდვასა. მსგავსად ამისა ახლაც ზოგიერთნი ქრისტეანენი ისე მოგვაჩვენებენ თავსა, ისე ერთგულად ლოცულობენ და ისე ვითომც ერთგულათ ასრულებენ...

სრულად ნახვა
სიტყვა ფარისევლის და მეზვერის კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზვერე. ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. (ლუკ. იჱ, ია)

ამ სახით ილოცვიდა, ძმანო ქრისტიანენო, ფარისეველი იგი, ვითარცა გვესმა დღეს წაკითხულისა იგავისაგან. 

იგავი ფარისეველისა და მეზვერისა არა ერთ გზის იყო საგნად ჩვენისა თქვენდამო უბნობისა. გარნა ათასჯერაც რომ ყოფილიყო იგი განხილული თქვენ წინაშე და ნაცვლად ერთისა ენისა, ასი ენა რომ გვქონდეს, და თვითეულთა რომ ათასჯერ გვეთქვას მას ზედა, ვგონებ, არც მაშინ იქმნებოდა გარდამეტებული. ეგოდენ საჭირო არის ჩვენთვის ხშირად გაფრთხილება ფარისევლობისაგან! შთახედე, ძმაო, შენ გულში და გამოიკვლიე ყოველნი შენნი სიტყვანი და საქმენი, მიიხედ-მოიხედე გარემოს შენსა და ყურადღებით გამოიკვლიე, როგორ იქცევიან ახლანდელნი ქრისტიანენი, რა აღანძრევს მათსა ენასა, რომელნი არიან განმაღვიძებელნი მიზეზნი მათის მოქმედებისა და თუ პირ-უთნეველად განიხილავ ამას ყოველსა, რას ნახავ? ნახავ ათასთა კვალთა და ნიშანთა ფარისევლობისასა, ნახავ ხშირად, განსაცვიფრებელად და...

სრულად ნახვა
სიტყვა მეზვერის და ფარისევლის კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს, და რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი იგი დამდაბლდეს. (ლუკ. იჱ, იგ).

იგავსა შინა, დღეს წაკითხულსა, მაცხოვარმან აღწერა რა ლოცვა ფარისეველისა და მეზვერისა, ესრეთ დააბოლოვა სიტყვა თვისი: გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი. ამ სიტყვებისაგანა სჩანს, ძმაო ჩემო, რომელ ლოცვა ანუ გაამართლებს კაცს, ანუ გაამტყუნებს. შენ სდგახარ აქ, ძმაო, და ლოცულობ, ხოლო სული წმიდა, რომელი ისმენს ლოცვასა შენსა და გამოსცდის გულსა შენსა, მაშინვე შეადგენს განჩინებასა  შენ სულზე; იგი იქავე, ანუ გაგამართლებს შენ, ანუ გაგამტყუნებს, ანუ გაგწმენდს, ანუ დაგსჯის თვით ლოცვისა შენისაგან: და გარდამოვიდა ესე, განმართლებული სახიდ თვისად, ვიდრე ფარისეველი...

რით გამართლდა მეზვერე? მით რომ მან თითონ გაიმტყუნა თავი თვისი წინაშე ღვთისა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას! ამის მეტს იგი აღარაფერს ამბობდა. შენც კი ხშირად იტყვი, ძმაო ჩემო, ესრეთსა სიტყვასა, მაგრამ რასა გრძნობ მაშინ? ღმერთი სიტყვას...

სრულად ნახვა
მოძღვრება მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე (ლუკ. იჱ, ი).

მრავალნი ცოდვანი სტანჯავენ ქვეყანასა ამას შინა დაცემულსა ბუნებასა კაცისასა. გარნა არცა ერთი მათგანი არ არის უსაშინელესი ფარისევლობისა, ვისთვის რომელ არცა ერთი მათგანი ეგრეთ არ მოეკიდება გულსა კაცისასა, ვითარცა ფარისევლობა; არცა ერთი მათგანი იმ ზომად არ მოინადირებს სულსა მისსა და ისრე ღრმად არ შთანერგდება ბუნებასა შინა მისსა. ყოველნი სხვანი ცოდვანი მხოლოდ ერთ დროს და ერთს ჰასაკსა შინა მოეკიდებიან კაცსა, ფარისევლობა სიყრმითგან საფლავამდის მისდევს მას; ყოველი სხვა ცოდვა გაერევა და გამოჩნდება მხოლოდ ზოგიერთთა საქმეთა შინა, ეს კი ყოველ სიტყვაში და ყოველ საქმეში; ფარისევლობა ყოველ მოქმედებას გასვრის და გააუწმინდურებს, ყოველ ჰაზრს და სიტყვას მისცემს რაღასაც ცუდად განსხვავებულს ფერს; გარნა უმაღლესი სიცუდე ფარისევლობისა ის არის, რომელ იგი ატყუებს კაცსა. კაცი მყოფი ფარისევლობასა შინა ფიქრობს, ვითომც იგი არის კეთილი და სათნო ღვთისა.

რა არს, ძმაო, ფარისევლობა? გავიცნათ იგი დღეს. აღვწეროთ მისი ნიშნები; ვიცნათ მახლობლად ეს საშინელი მტერი ჩვენი, რათა არ...

სრულად ნახვა
მოძღვრება კვირიაკესა მეზვერისა და ფარისეველისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

აწინდელსა კვირიაკესა წმიდამან ეკკლესიამან დააწესა წაკითხვა სახარებაში მეზვერისა და ფარისეველის იგავისა, მისთვის, რათა ჩვენ, მსმენელნი იგავისა ამის, ვეკრძალებოდეთ ფარისევლურს ცოდვასა და ვბაძვიდეთ მეზვერის სიმართლესა და მონანებასა.

ფარისევლობა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, არის ერთი უსაშინელესთა და უმძიმესთა ცოდვათაგანი, რომელნი ჰბუდობენ გულსა შინა კაცისასა. იგი მით უმეტესად არის მძიმე და მავნებელ, რომელ თითქმის ძვირად მოიპოვება ქვეყანაზედ კაცი რომლითამე სახითა, ანუ რომელთამე შემთხვევათა შინა არა მოზიარე ამ ცოდვისა. რასა შინა მდგომარეობს ფარისევლობა? იგი მდგომარეობს მას შინა, ოდესაც კაცი გარეგანითა თვისითა, ვითომც წესიერითა და მოსაწონითა ყოფაქცევითა, მხოლოდ დაჰფარავს შინაგანთა თვისთა უმსგავსთა და უშვერთა თვისებათა; ოდეს იგი მოაჩვენებს თავსა თვისსა, ვითარცა კეთილსა და მართალსა, გარნა თვით კი არ არის ესრეთი და მით ატყუებს ქვეყანასა; ერთი სიტყვით, ოდეს იგი მიითვისებს სახესა სათნოებისასა, მაშინ ოდეს ძალი სათნოებისა შორს არს გულისა მისისაგან. გარნა რისთვის ვცდილობთ ჩვენ ფარისევლობის აღწერასა სუსტითა ენითა ჩვენითა? თვით მაცხოვარმან ვრცლად აღწერა...

სრულად ნახვა
მოძღვრება კვირიაკესა მეზვერისა და ფარისევლისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე (ლუკ. იჱ, ი).

ორნი კაცნი შევიდნენ ტაძარსა შინა ლოცვად, ვითარცა გვესმა დღეს წარკითხულისა სახარებისაგან. ერთის კაცის ლოცვა იქმნა ნაყოფიერი: ღმერთმან მიუტევა მას მრავალნი მისნი ცოდვანი და გამოვიდა იგი ეკკლესიისაგან განმართლებული. მეორისა კაცისა ლოცვა დაშთა უნაყოფოდ; არათუ არ მიიღო მან მიტევება ცოდვათა, არამედ უმეტესად დამძიმდა მისი ცოდვა. რა იყო, ძმანო, ამის მიზეზი? დიდად საჭირო არს ჩვენ ყოველთათვის გამოვიკვლიოთ ეს საგანი: ჩვენ  ყოველნი აღვდივართ ტაძარსა შინა ლოცვად, მაშასადამე საჭირო არს ჩვენთვის შევიტყოთ: რომელი ლოცვა გაამართლებს კაცსა და რომელი არა.

რა სახით ილოცეს ამ ორთა კაცთა? ფარისეველი იგი წარსდგა და ამას ილოცვიდა თვისაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი; მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზვერე; ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა; ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. აჰა ვითარ აღსწერს მაცხოვარი ლოცვასა ფარისეველისასა! რისთვის დაშთა ეს ლოცვა უნაყოფოთ? ამას არ უნდა დიდი განმარტება: თვით შენ ჰგრძნობ, ძმაო...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის