...ე: ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს; ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს“ (24,40-42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ლუკაჲს სახარებასა ესრეთ წერილ არს: „მას ღამესა ორნი იყვნენ ცხედარსა ერთსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაეტეოს“. და ესე ყოველნი სახენი წარმოთქუნა - ერთად, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ მეცნიერ არს კეთილად დღესა მას და ჟამსა; მეორედ, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ მოულოდებელად და უცნაურად მოწევნად არს დღჱ იგი. ამისთჳს დღენიცა ნოვესნი აჴსენნა, ამისთჳს ცხედარსა ზედა ყოფაჲ თქუა და ველსა სლვაჲ და წისქჳლსა ფქვაჲ; და ამით ყოვლითა მოასწავებს, ვითარმედ უზრუნველად რაჲ იყვნენ, მოიწევის; რამეთუ ცხედარსა ზედა წოლაჲ და ველსა სლვაჲ უზრუნველობისა სახჱ არს. და კუალად ამათ იგავთა მიერ ამასცა გულისხმა-გჳყოფს, ვითარმედ დიდებულთაგანნიცა და გლახაკთაგანნი რომელნიმე აღიტაცებიან მართალთა თანა ჰაერ-თა ზე შემთხუევად უფლისა, და რომელნიმე დაშთებიან ქუე, მონანიცა და უფალნი, ფლობილებით მყოფნიცა და შრომით, ორთაგანვე მოქალაქობა-თა. ამისთჳს ცხედარსა ზედა ყოფისა მიერ და აგარაკსა სლვისა მდიდარნი და დიდებულნი მოასწავნა, და წისქჳლსა შინა ყოფისაგან გლახაკნი გამოსახნა, ვითარცა წერილ არს...