მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 17:3

2. უადვილეს არს მისა, უკუეთუმცა ლოდი ვირით საფქველისაჲ ზედა ედვა ქედსა მისსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე არა დაბრკოლებად ერთსა ამას მცირეთაგანსა.3. არამედ ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას.4. დაღათუ შჳდ-გზის დღესა შინა შეგცოდოს და შჳდ-გზის მოაქციოს და გრქუას შენ: შევინანე, მიუტევე მას.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 17
3. არამედ ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეჩვიდმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 17; 1-3]

1. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსლვაჲ, ხოლო ვაჲ, ვისგან მოვიდეს! 2. უადვილეს არს მისა, უკუეთუმცა ლოდი ვირით საფქველისაჲ ზედა ედვა ქედსა მისსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე არა დაბრკოლებად ერთსა ამას მცირეთაგანსა. 3. არამედ ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას.

რამდენადაც ვერცხლისმოყვარე ფარისეველნი დრტვინავდნენ უფალზე იმის გამო, რასაც იგი არამომხვეჭელობაზე ამბობდა, ამიტომაც მან ჯერ თქვა იგავი მდიდარსა და ლაზარეზე, უჩვენა რა მისი მეშვეობით, თუ როგორი სასჯელი ელოდებათ მათ სიმდიდრისადმი მიჯაჭვულობის გამო; შემდეგ კი თავის საუბარს მოწაფეთადმი მიმართავს თავად ფარისეველთა შესახებ, რომ ისინი წარმოქმნიან საცდურებს და სხვებს ღმრთაებრივი გზისგან აბრკლებენ და რომ ამისათვის მათ „ვაება“ ხვდებათ წილად. ნახე, რას ამბობს იგი. „შეუგვანებელ არს საცდურისა არა მოსვლაი, ხოლო ვაი, ვისგან მოვიდეს“, ანუ შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი ანდა დაბრკოლებანი კეთილსა და ღმრთისმოყვარე ცხოვრებაში. ვინაიდან ადამიანთა ბოროტების...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს; ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს“ (24,40-42).:

...ე: ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს; ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს“ (24,40-42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ლუკაჲს სახარებასა ესრეთ წერილ არს: „მას ღამესა ორნი იყვნენ ცხედარსა ერთსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაეტეოს“. და ესე ყოველნი სახენი წარმოთქუნა - ერთად, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ მეცნიერ არს კეთილად დღესა მას და ჟამსა; მეორედ, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ მოულოდებელად და უცნაურად მოწევნად არს დღჱ იგი. ამისთჳს დღენიცა ნოვესნი აჴსენნა, ამისთჳს ცხედარსა ზედა ყოფაჲ თქუა და ველსა სლვაჲ და წისქჳლსა ფქვაჲ; და ამით ყოვლითა მოასწავებს, ვითარმედ უზრუნველად რაჲ იყვნენ, მოიწევის; რამეთუ ცხედარსა ზედა წოლაჲ და ველსა სლვაჲ უზრუნველობისა სახჱ არს. და კუალად ამათ იგავთა მიერ ამასცა გულისხმა-გჳყოფს, ვითარმედ დიდებულთაგანნიცა და გლახაკთაგანნი რომელნიმე აღიტაცებიან მართალთა თანა ჰაერ-თა ზე შემთხუევად უფლისა, და რომელნიმე დაშთებიან ქუე, მონანიცა და უფალნი, ფლობილებით მყოფნიცა და შრომით, ორთაგანვე მოქალაქობა-თა. ამისთჳს ცხედარსა ზედა ყოფისა მიერ და აგარაკსა სლვისა მდიდარნი და დიდებულნი მოასწავნა, და წისქჳლსა შინა ყოფისაგან გლახაკნი გამოსახნა, ვითარცა წერილ არს...

სრულად ნახვა