...თაჲ, ხილვაჲ ღმრთისაჲ, რავდენ-იგი შესაძლებელ არს, არა თუ რაჲ იგი არს, არამედ რაჲ-იგი იცის მან მხოლომან, ვითარმედ თავს-იდებს ბუნებაჲ ჩუენი ხილვად.
ხოლო მის ხილვისა ჴელმწიფებაჲ ჩუენდა მოუცემიეს, დაღაცათუ მონიჭებაჲ მისი არს, ვითარცა გამოაცხადებს სხუასა ადგილსა და იტყჳს: „სასუფეველი ცათაჲ შინაგან თქუენსა არს“, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ რომელმან წმიდა-ყოს გული თჳსი ყოვლისა ვნებისაგან და ყოვლისავე ნივთისაგან წინააღმდგომისა, შუენიერებასა შინა სულისა თჳსისასა იხილოს ხატი საღმრთოჲსა მის ბუნებისაჲ; ვითარმცა ესრეთ უბრძანებდა კაცთა ძალითა მცირეთა მათ სიტყუათაჲთა, ვითარმედ: ჵ კაცნო, რომელნიცა სურვიელ ხართ ხილვად ღმრთისა, გესმას რაჲ, ვითარმედ ამაღლდა დიდადშუენიერებაჲ მისი ზესკნელს ცათა და გამოუთქუმელ არს დიდებაჲ მისი და შუენიერებაჲ თუალთშეუდგამ და ბუნებაჲ მისი უხილავ, ნუ სასოწარკუეთილ იქმნებით ხილვად სასურველისა მის, რამეთუ რომელ-იგი შესაძლებელ არს კაცთა მიერ ხილვაჲ ღმრთისაჲ და რაოდენ ბუნებასა თქუენსა ეტევის, თქუენ შორის არს, რამეთუ ესრეთ დაიბადენით დამბადებელისა მიერ ხატად და მსგავსებად ღმრთისა. არამედ შემოვიდა ცოდვაჲ და შუენიერებაჲ იგი ბუნებისაჲ დაფარა. ხოლო აწ უკუეთუ იღუაწოთ კუალად ყოვლისა მის ნივთისა და ყოვლისა მის ნაგევისა განგდებად გულთაგან...