...როჲსად აწ იყოსა აღსასრული? არამედ შევიკრძალნეთ თავნი ჩუენნი შიშითა ღმრთისაჲთა, რამეთუ ოდეს არა უწყოდით, არამედ უზრუნველ ვიყვნეთ, მაშინ მოვიდეს აღსასრული მეყსა შინა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ვითარცა დღეთა ნოესთაო და ლოთისთა, ესრეთ იყოს“. ; რამეთუ მეყსა შინა მოიწევის, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ უცნაურად მეყსა შინა ეწიის დედაკაცსა, რაჟამს არა მოელინ, მრავალგზის. და ამისთჳს ვიყვნეთ მარადის მზა, რამეთუ მარადის არა მოგუეცემის ჟამი სინანულისაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ჯოჯოხეთს შინა ვინ-მე აღგიაროს შენ?“ არამედ აქავე შევინანოთ, რაჲთა მოწყალე გუექმნეს მას დღესა უფალი, და ვპოვოთ შენდობაჲ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
სახარებაჲ ლუკაჲსი 17:2
1. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსლვაჲ, ხოლო ვაჲ, ვისგან მოვიდეს!2. უადვილეს არს მისა, უკუეთუმცა ლოდი ვირით საფქველისაჲ ზედა ედვა ქედსა მისსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე არა დაბრკოლებად ერთსა ამას მცირეთაგანსა.3. არამედ ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 17