...დაექვემდებარა: თავად ნავსადგურში უკვე შესული, მთელი ტვირთი ჩაძირა. მართლაც, ეს არასწორად აღსრულებული ლოცვისგან განცდა — ეს იგივეა, რაც თავად ნავსადგურში გემთმტვრევისის განცდა. აი, რატომაც მისცა ქრისტემ თავის მოწაფეებს ეს მცნება: „ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი" (), რათა ამით დაეცვა ისინი და მოეშორებინა ამ საღუპველო ვნებისგან. ხედავთ, საყვარელნო, რომ როგორც ადამიანთა დიდების მდევნელი, მხოლოდ მის გამო კეთილი საქმის აღმსრულებელი, არანაირ სარგებელს ვერ იღებს, — ასევე ყველა სათნოების აღმსრულებელიც, თუ ამაყობს მათ გამო, ყველაფერს კარგავს და ცარიელი რჩება? მაშ, ვეცადოთ, გთხოვთ, თავი ავარიდოთ საღუპველ ვნებებს და მხოლოდ იმ მიუძინებელ თვალს მივაპყროთ მზერა; ადამიანებისგან არაფერი მოვითხოვოთ, მათი ქება არ ვეძიოთ, არამედ უფლის ქებით დავკმაყოფილდეთ. ნათქვამია: „რომლისა-იგი ქებაჲ არა კაცთაგან არს, არამედ ღმრთისაგან" (). და რაც უფრო მეტად წარვმატდებით სათნოებაში, მით უფრო მეტად ვეცადოთ, დავიმდაბლოთ და თავმდაბალნი ვიყოთ. თუნდაც სათნოებათა უმაღლეს მწვერვალზე ავიდეთ, მაგრამ თუ კეთილსინდისიერად შევადარებთ ჩვენს კეთილ საქმეებს ღვთის ქველმოქმედებას, ნათლად დავ...
სახარებაჲ ლუკაჲსი 17:1
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...მაყოთ, არამედ მაშინ განსაკუთრებით დავიმდაბლოთ და დავამციროთ თავი, როცა სათნოების დიდ სიმდიდრეს დავაგროვებთ, რადგან ამგვარად დაგროვებულ სიმდიდრესაც მტკიცედ შევინარჩუნებთ და ღვთის კეთილგანწყობასაც მოვიზიდავთ. ამიტომ ქრისტეც მოწაფეებს ეუბნებოდა: „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი" (). ამგვარად ათვინიერებს მათ გონებას და შთააგონებს, რომ მოკრძალებულნი იყვნენ და კეთილი საქმეებით არ ამაყობდნენ, არამედ იცოდნენ, რომ ყველა სათნოებათაგან უდიდესი იმაშია, რომ სათნო ადამიანმა თავმდაბლობა შეინარჩუნოს.
4. ენოქის სათნოება და ნოეს წინასწარმეტყველება (5:9-29)
მაგრამ კვლავ ჩვენი სიტყვის საგანს მივუბრუნდეთ და შემდგომ თაობებს შევხედოთ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ თანდათანობით წინ წავალთ და კიდევ უფრო დიდ საუნჯეს, დიდსა და გამოუთქმელ სიმდიდრეს ვიპოვით. „და ცხოვნდა, — ნათქვამია, — ენოს", სითის ეს ძე, **„ასოთხმეოცდაათ წელ და შვა კაინან, და კაინან... შვა მალელეილ, და... მალელეილ... შვა იარედ,... იარედ... შვა ენუქ. და ცხოვნდა ენუქ ასსამეოცდახუთ წელ და შვა მათუსალა. და სათნო ეყო, — ამბობს წერილი, — ენუქ ღმერთსა, და ცხოვნდა ენუქ შემდგომად შობისა მის მათუსალასა ორას წელ და შვნა ძენი და ასულნი. და იქმნნეს ყოველნი დღენი ენუქისნი...
...ვენი განმასხვავებელი ნიშნები, რომ არა მხოლოდ სახელით ვიწოდებოდეთ და გარეგნობით არ ვცუდმედიდობდეთ, პირიქით, თუნდაც ყველა ჩამოთვლილი (სულის) ნაყოფი მოგვეპოვებოდეს, მაშინაც არ ვამაყობდეთ, არამედ კიდევ უფრო ვმდაბლობდეთ. „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა", – ამბობს (ქრისტე), – „თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი" (). თუ ასე ვიზრუნებთ ჩვენი ცხონებისთვის, მაშინ შეგვიძლია უდიდესი სარგებელი მოვუტანოთ თავს, მომავალი სასჯელისგან თავი ავარიდოთ და ჩვენზე მზირალთათვის სასარგებლო სწავლების მასწავლებლები ვიყოთ, რათა, აწმყო ცხოვრება მკაცრად რომ გავატაროთ, მომავალში ღვთის მოწყალება ვეღირსოთ, რომელიც ჩვენ ყველამ მოვიპოვოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
...ბული ჩემ მიერ.
მოციქულისაჲ: რომელსა-ესე ვიტყჳ, არა ვიტყჳ უფლისა მიერ (11,17).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: სიტყუანი ესე სიქადულისანი არა ბრძანებისა მისებრ საუფლოჲსა ითქუმიან, რომელი გუამცნებს, ვითარმედ: რაჟამს ჰყოთ ყოველივე ბრძანებული თქუენდა, თქუთ: "მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ" (). იხილე, ვითარ სიტყუათა ოდენ დასდებს ბრალსა, არა საქმესაცა, რამეთუ სიტყუაჲ სიქადულისაჲ არა საღმრთო არს. ხოლო ოდეს ესევითარი მიზეზი იყოს, რომელ საღმრთოჲ ქადაგებაჲ წარემართებოდის მის მიერ, მაშინ ზომიერად ჯერ-არს ჴუმევაჲ მისი.
მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა უგუნურებით, ჯერითა ამით სიქადულისაჲთა (11,17).
თარგმანი: კუალად მათვე სიტყუათა იტყჳს, ვითარმედ: არა უგუნურება არს სიქადული ჩემი, არამედ ვითარცა უგუნურება, რამეთუ მსგავსებითა ლიტონისა სოფლიოჲსა სიქადულისაჲთა ეგრეთ ჩანს, ვითარმედ უგუნურად ვიქადი. ხოლო უკუეთუ მიზეზი ამის სიქადულისაჲ ვინ გამოიძიოს, ფრიადცა გონიერება არს, ვინაჲთგან საღმრთოთა შჯულთა ქადაგებისა შესაწევნელ არს, ამისთჳსცა გუამი სიქადულისაჲ არს, ესე იგი არს სიტყუანი სიქადულისანი არიან; ხოლო მიზეზი მათი საღმრთო არს და ჭეშმარიტ.
მოციქულისაჲ: ვინაჲთგან მრავალნი იქადიან ჴორციელად, მეცა ვიქადოდი (11,18).
თარგმანი: ესე...
...ნაურებასა მას განაქარვებს გონებისასა, არცა იძულებით მორ-ჩილებასა ჩუენსა საცთურთა მიმართ გამოაჩინებს. ნუ იყოფინ! არამედ უეჭუელად ყოფადსა მას წინაჲსწარ გუაუწყებს, ვითარმცა იტყოდა, ვი-თარმედ: თჳნიერ ყოვლისა ცილობისა მომავალ არიან საცთურნი; რომელ-იგი ლუკა სხჳთა სიტყჳთა აღწერა: „შეუგვანებელ არსო საცთურისა არამოსლვაჲ“.
ხოლო რომელნი არიან საცთურნი იგი, რომელთა იტყჳს მოსლვად? ყოველნივე წინააღმდგომნი და დამაყენებელნი მართლისა მის გზისანი. ხოლო არა თუ წინაჲსწარ თქუმაჲ მისი მოიყვანებს საცთურთა. ნუ იყოფინ! არცა მისისა მის წინაჲსწარ თქუმისათჳს მოვლენ, არამედ რომელიგი უეჭუელად მომავალ იყვნეს საცთურნი, ამისთჳს თავადმან წინაჲსწარ თქუა. ხოლო უკუეთუმცა არა ენება მომღებელთა მათ საცთურისათა უკე-თურებაჲ, არამცა მოვიდეს საცთურნი, და უკუეთუმცა არა ეგულებოდა მოსლვაჲ, არცამცა უფალსა წინაჲსწარ ეთქუა. ვინაჲთგან უკუე მომყვანებელნი იგი საცთურთანი უკურნებელითა სენითა შეპყრობილ იქმნეს და ბოროტი შეიყუარეს, მომავალ იყვნეს მათ მიერ საცთურნი იგი, ამისთჳსცა წინაჲსწარ იტყჳს უფალი ყოფადსა მას.
უკუეთუმცა ეგულებოდა უკეთურთა მათ მოქცევაჲ და საცთურთა არაშემოღებაჲ, არცამცა ეთქუა ესე უფალსა, თუ: „უნებლიედცა მომავალ არიან საცთურნი“; არამედ იცოდა უკურნებელი უკეთურებაჲ მათი, ამის-...