მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 15:7

6. და მო-რაჲ-ვიდეს იგი სახედ თჳსა, მოუწოდოს მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული.7. გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა ოთხმეოც და ათცხრამეტთა მათ მართალთა, რომელთა არა უჴმს სინანული.8. გინა დედაკაცსა, რომელსა აქუნდა დრაქმაჲ ათი და წარწყმიდის ერთი, არა-მე აღანთისა სანთელი და მოჰმართის სახლი და ეძიებნ გულს-მოდგინედ, ვიდრემდე პოოს იგი?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 15
7. გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა ოთხმეოც და ათცხრამეტთა მათ მართალთა, რომელთა არა უჴმს სინანული.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთხუთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 15 მ. 1-10]

1. და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა. 2. და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს. 3. და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა: 4. ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს მას ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთჳს, ვიდრემდე პოოს იგი? 5. და პოოს რაჲ, დაისუას იგი მჴართა თჳსთა ზედა სიხარულით; 6. და მო-რაჲ-ვიდეს იგი სახედ თჳსა, მოუწოდოს მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული. 7. გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა ოთხმეოც და ათცხრამეტთა მათ მართალთა, რომელთა არა უჴმს სინანული. 8. გინა დედაკაცსა, რომელსა აქუნდა დრაქმაჲ ათი და წარწყმიდის ერთი, არა-მე აღანთისა სანთელი და მოჰმართის სახლი და ეძიებნ გულს-მოდგინედ, ვიდრემდე პოოს იგი? 9. და პოოს რაჲ, მოუწოდის მეგობართა და მოძმეთა და ჰრქჳს მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:

...ვაჲ და ცხორებაჲ“; და კუალად იტყჳს: „დღეს თუ ჴმისა ჩემისაჲ ისმინოთ...“; ; და კუალად თქუა უფალმან: „სიხარული იქმნების ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“.

და სხუანი მრავალნი ესევითარნი სიტყუანი და საქმენი მოგუცნა სახედ სინანულისა, რაჲთა გულსავსე ვიქმნათ, ვითარმედ შევინანოთ თუ, ყოველთავე ცოდვათა შეგჳნდობს უფალი და შეგჳწყალებს.

ამისთჳსცა გევედრები, საყუარელნო, დავკრძალნეთ კარნი ცოდვისანი, რაჲთა არა შემოვიდეს ჩუენ შორის. ნუ იტყჳ, თუ: რაჲ არს, უკუეთუ მივხედნე პირსა მას? რამეთუ უკუეთუ გულსა შინა შენსა იმრუშებდე, ადრე შთაჰვარდე ჴორცითაცა საქმესა.

ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკუეთუ ამას გლახაკსა თანაწარვჰჴდე? რამეთუ ხვალე სხუასა წარჰჴდები და კუალად სხუასა და იქმნები უწყალო. ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკუეთუ ესე რაჲმე სხჳსაჲ აღვიღო? რამეთუ ამან წარწყმიდა აქაბი, და ფასიცა მისცა, გარნა იძულებით იყო საქმე იგი. უკუეთუ ძუელსა შინა შჯულსა ეგრეთ შეემთხჳა მას, რაჲ ყოფად არს, რომელნი აწ მიიტაცებენ გლახაკთაგან და დავრდომილთა?

ესრეთ თუ ვიხარკოთ და ვიღუაწოთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოარი, და შესცთეს ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოცდა ათცხრამეტნი იგი მთათა გარე და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი? და რაჟამს პოოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ, უფროჲს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდაათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს. ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი“ (18,12-14).:

...და ვერ უძლო მრავალთა ცხორებამან დაფარვად წარწყმედასა ერთისასა, არამედ ისწრაფა პოვნად იგი და, პოა რაჲ, აღიღო მჴართა ზედა და სიხარული დიდი ყო პოვნისა მისისათჳს; და ბრძანებს, ვითარმედ: „გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა ოთხმეოცდაათცხრამეტ-თა მათ მართალთა“.

ნუმცა უკუე უგულებელს-ვჰყოფთ ესევითართა მათ სულთა, რამეთუ ამისთჳს თქუმულ არს ესე ყოველი სასწავლელად ჩუენდა, რაჲთა ჩუენცა განვაგდოთ ყოველივე ამპარტავანებაჲ და შევიმოსოთ სიმდაბლე და სიყუარული და გულისჴმა-ვყოთ, რაოდენი სასჯელი განაწესა დამაბრკოლებელთათჳს ძმათაჲსა და რაბამნი კეთილნი აღუთქუნა, რომელნი სწყალობდენ და იღუწიდენ მათდა. სახედ მოიღო საქმისა ამის თავი თჳსი და ნებაჲ იგი მამისაჲ, რომელსა არავისი ჰნებავს წარწყმედაჲ, არამედ ყოველთავე ცხორებაჲ.

სწავლაჲ ნთ ვითარმედ ჯერ-არს ფრიადი მოღუაწებაჲ ცხორებისათჳს ძმათაჲსა

და ჩუენცა უკუე, საყუარელნო, ვჰბაძვიდეთ სახიერებასა მას უფლისასა და ნუმცა რაჲ თავ-გუედიდების ქმნად ძმათა ჩუენთათჳს, დაღაცათუ საქმე იგი შეურაცხ და ძნელ იყოს, დაღაცათუ ძმაჲ იგი მცირე და უნდოჲ იყოს, ნუმცა რაჲ უღირს-გჳჩნ ქმნად ცხორებისათჳს მისისა, რამეთუ ესოდენ საწადელ არს ღმრთისა ცხორებაჲ სულისაჲ, ვიდრეღა ძე თჳსი მოავლინ...

სრულად ნახვა