მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 15:21

20. და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას.21. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა.22. ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 15
21. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთხუთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 15 მ. 1-10]

1. და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა. 2. და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს. 3. და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა: 4. ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს მას ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთჳს, ვიდრემდე პოოს იგი? 5. და პოოს რაჲ, დაისუას იგი მჴართა თჳსთა ზედა სიხარულით; 6. და მო-რაჲ-ვიდეს იგი სახედ თჳსა, მოუწოდოს მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული. 7. გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა ოთხმეოც და ათცხრამეტთა მათ მართალთა, რომელთა არა უჴმს სინანული. 8. გინა დედაკაცსა, რომელსა აქუნდა დრაქმაჲ ათი და წარწყმიდის ერთი, არა-მე აღანთისა სანთელი და მოჰმართის სახლი და ეძიებნ გულს-მოდგინედ, ვიდრემდე პოოს იგი? 9. და პოოს რაჲ, მოუწოდის მეგობართა და მოძმეთა და ჰრქჳს მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა უძღების შვილისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ლუკ. 15. 11-32

ვგონებ, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, რომ თქვენ ყოველთა ყურადღებით მოისმინეთ დღეს წაკითხული სახარებისაგან იგავი უძღებსა შვილსა ზედა და გახსოვსთ, რა იყო თქმული მას შინა. ამისთვის არ გავიმეორებ მას ეხლა თქვენს წინაშე, არამედ ვეცდები გამოვიყვანო მისგან ის სწავლა, დარიგება, რომელსა ჩვენ იმითი გვაძლევს მაცხოვარი.

იგავი ესე ვრცელი, მშვენიერი და ფრიად აღმაშენებელი, უწინარეს ყოვლისა შეგვაგონებს ჩვენ რა სახით, რა ზომად დაეცემა, გაფუჭდება ცხოვრება და ზნეობა კაცისა მის, რომელი გაშორდება ღვთისაგან, არ ემორჩილება მის სჯულსა, არამედ დაემონება ყოველთა ცოდვათა და ვნებათა, ერთი სიტყვით სცხოვრობს უღმერთოდ. როგორადაც უძღები იგი შვილი, გამოართვა რა მამასა თვისსა ყოველი ნაწილი, რაიცა მას ერგებოდა სამკვიდრებელისაგან, წავიდა შორს ქვეყანას, დაიწყო მუნ გარყვნილი და უწმინდური ცხოვრება, დააბნია ყოველი-ფერი თვისი ქონება, მერმე ისე დაგლახაკდა სულითაც და ხორციელად, რომელ ღორების მწყემსად დააყენეს. მზგავსადვე კაცი, რომელი განეშორება ზეციერსა მამასა, აიგდებს უღელსა საღმრთოისა სჯულისასა, დაგლახავდება, დაეცემა და დამახინჯდება სულიერად,...

სრულად ნახვა
მოძღვრება კვირიაკესა უძღებისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

განვიხილოთ, ძმანო ქრისტიანენო, დღეს წარკითხული სახარებისაგან იგავი, შევიტყოთ რას ნიშნავს იგი და რას გვასწავლის მით მაცხოვარი.

კაცსა ვისმე, პატიოსანსა და მდიდარსა ესხნენ ორნი ძენი. უმცროსმან ძემან მისმან უთხრა მას ერთ-გზის: მამაო, მომეც მე ჩემი ნაწილი სამკვიდრებელისაგან, რათა წავიდე და ვიცხოვრო მე თვისად. განუყო მას მამამან ნაწილი მისი და არა მრავალთა დღეთა შემდგომ წარიღო მან იგი და წარვიდა ერთ შორს სოფელსა. იქ იწყო მან ცხოვრება არაწმიდებით და მოკლე დროს განაბნია მან ყოველი ქონება თვისი. ამ ჟამად მოხდა იქ დიდი შიმშილი, მოაკლდა მას საზრდო და იძულებულ-იქმნა დადგომად ერთისა მუნ მცხოვრებთაგანისა მოსამსახურედ, რომელმან გაგზავნა იგი მწყემსად ღორთა. და აჰა ესერა წარჩინებულისა მამისა ძე იგი ისრეთსა უკიდურესსა მდგომარეობასა შინა შთავარდა, რომელ გული ეტყოდა მას განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა სჭამდნენ ღორნი და ისიცა არავინ მისცის მას. გარნა ბოლოს მოეგო იგი თავსა თვისსა. ესე იგი იფიქრა და მიხვდა ვითარისა მდგომარეობისადმი მიიყვანა იგი ცოდვამან და ურჩებამან მისმან. მან ჰსთქვა: რავდენთა სასყიდლით დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის