მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 15:11

10. გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს.11. მერმე იტყოდა და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე.12. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 15
11. მერმე იტყოდა და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოთ მოთმინებისათჳს:

...ეთ და ნეფსით ჩუენით შთავსთხევდეთ თავთა ჩუენთა ცეცხლსა გეჰენიისასა?

ამისთჳს გევედრები: განიფრთხვეთ და განიკურნენით სულნი თქუენნი ამის სენისაგან სულიერისა და ნუვინ წარიკუეთს სასოებასა, რამეთუ შვილმანცა უძღებმან ფრიადი ბოროტი ქმნა, არამედ ვინაჲთგან მოიქცა სახლადვე მამისა თჳსისა, პირველივე პატივი მიეცა. ჩუენცა უკუე ვჰბაძვიდეთ მას და მამისა მისვე სახიერისა მივიქცეთ და განვთავისუფლდეთ ტყუეობისა მისგან, რაჲთა მივემთხჳნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა