მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 14:34

33. ეგრეცა ყოველმანვე თქუენგანმან რომელმან არა იჯმნეს ყოვლისაგან მონაგებისა თჳსისა, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.34. კეთილ არს მარილი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა დაიმარილოს?35. არცა ქუეყანასა, არცა სკორესა სარგებელ არს, არამედ გარე განდვან იგი. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ!
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 14
34. კეთილ არს მარილი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა დაიმარილოს?
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთოთხმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 14; მ. 1-6]

1. და იყო მო-რაჲ-ვიდა იესუ სახლსა ვისმე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს მას. 2. და აჰა ესერა იყო ვინმე კაცი წყლით მანკიერი წინაშე მისსა. 3. მიუგო იესუ და ჰრქუა სჯულის-მოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნებაჲ? 4. ხოლო იგინი დუმნეს. და მოიყვანა კაცი იგი, განკურნა და განუტევა. 5. და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისაჲ შვილი გინა ჴარი შთავარდეს ჯურღმულსა, არა-მე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა? 6. და ვერარაჲ მიუგეს მას ამისთჳს.

უფალმა თუმცა იცოდა ფარისეველთა გახრწნილება, მაინც შედიოდა მათ სახლებში. შედიოდა იმიტომ, რომ ზრუნავდა მათი სულების სარგებელზე, ვინაიდან მათ, რომ მოესურვებინათ შეეძლოთ მიეღით სარგებელი თავისთვის მისი სიტყვებიდან და სწავლებიდანაც და სასწაულთა გამოვლენიდანაც. ამიტომ, როდესაც წარმოსდგა შუაში „კაცი წყლით მანკიერი“, უფალი უყურებდა არა იმას, რომ არ ეცდუნებინა ისინი, არამედ იმას, რომ შემწეობა აღმოეჩინა ადამიანისთვის, როდესაც , რომელიც მკურნალობას საჭიროებდა. ვიანიდან იქ, სადაც დიდი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი, ჩვენ აღარ უნდა ვიზრუნოთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნბ სათნოებისათჳს:

...ცა საფუვარი, არამედ სხუათა მიმართ გამოაჩინებნ საჴმარებასა თჳსსა. ეგრეთვე უკუე ჩუენგანცა არა თავთა ჩუენთა ოდენ სარგებელსა ეძიებს ღმერთი, არამედ სხუათასაცა, რამეთუ მარილი უკუეთუ არა შეამარილებდეს, არა არს მარილ. ; ; და კუალად ესეცა გულისხმა-ყავთ, ვითარმედ: უკუეთუ ჩუენ წარვჰმართოთ კეთილისა საქმჱ, მოსლვად არიან სხუანიცა ჩუენსა მას კეთილსა, ხოლო უკუეთუ ჩუენ წარუმართებელ ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ სხუათა სარგებელად?

ნუმცა არს უკუე ჩუენ შორის, ჵ ძმანო, დრკუჲ რაჲმე და დაჴსნილებისა და სიცოფისა სახჱ, რამეთუ ესევითარნი არიან საქმენი სოფლისანი, ესევითარნი არიან ზრუნვანი ამაოჲსა ამის ცხორებისანი. ამისთჳს ეწოდა ქალწულთა მათ ცოფ, რამეთუ სოფლისა ამის საქმეთა შექცეულ იყვნეს და შეიკრებდეს, სადა არა ჯერ-იყო შეკრებაჲ, და სადა სიმდიდრჱ კეთილი იყო, მუნ გლახაკ იყვნეს. შიშ არს უკუე და ძრწოლა, ნუუკუე წარვიდეთ ამიერ ჩუენცა შემოსილნი სამოსლითა შეგინებულითა, სადა-იგი ყოველთა მართალთა აქუნდეს ბრწყინვალები და დიდებული სამოსლები, რამეთუ არარაჲ არს ცოდვისა უბილწჱს და უსაძაგელჱს. ამისთჳს ბუნებასა მას ცოდვისასა გამ...

სრულად ნახვა