...ი, არცა საჭიროჲ, არამედ უკუეთუ გუენებოს, არა შევიწყნარებთ მას. რამეთუ უფალმანცა ქალწულებისათჳს თქუა, ვი-თარმედ: „რომელთა ძალ-უც“, ხოლო საჴმართმოყუარებისათჳს თქუა: „რომელმან არა დაუტევოს ყოველი მონაგები თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს“. რამეთუ რომელი ადვილ არს, ამას გუამცნებს, ხოლო რომელი ვერ ყოველთა ძალ-უც, მიუშუებიეს იგი ნებასა ზედა.
აწ უკუე რად ვჰყოფთ თავთა ჩუენთა უსიტყუელ წინაშე ღმრთისა? რამეთუ რომელი უფიცხლჱსისა ვნებისა მიერ იძლიოს, არა ესრეთ ღირს არს საშჯელისა, ვითარ იგი, რომელი უძლურისა ვნებისა მიერ ესრეთ მოუძლურებულ იქმნეს. რამეთუ რაჲ ვთქუათ, რაჟამს გუარქუას, ვითარმედ: „მიხილეთ მე მშიერი, და არა მეცით მე ჭამადი“? ნუუკუე ქურივსა მას უგლახაკჱს ვართა, რაჲთამცა სიგლახაკჱ ვიმიზეზეთ? რამეთუ ღმერთი არა სიმრავლესა საფასეთასა ეძიებს, არამედ სიკეთესა გონებისასა, და ესეცა მისისა კაცთმოყუარებისაგან არს. ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ძალისაებრ ჩუენისა ქმნად კეთილისა, რაჲთა მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი...