მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 14:26

25. და შეკრბებოდა მისა ერი მრავალი, მიექცა და ჰრქუა მათ:26. რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.27. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 14
26. რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთოთხმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 14; მ. 1-6]

1. და იყო მო-რაჲ-ვიდა იესუ სახლსა ვისმე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს მას. 2. და აჰა ესერა იყო ვინმე კაცი წყლით მანკიერი წინაშე მისსა. 3. მიუგო იესუ და ჰრქუა სჯულის-მოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნებაჲ? 4. ხოლო იგინი დუმნეს. და მოიყვანა კაცი იგი, განკურნა და განუტევა. 5. და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისაჲ შვილი გინა ჴარი შთავარდეს ჯურღმულსა, არა-მე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა? 6. და ვერარაჲ მიუგეს მას ამისთჳს.

უფალმა თუმცა იცოდა ფარისეველთა გახრწნილება, მაინც შედიოდა მათ სახლებში. შედიოდა იმიტომ, რომ ზრუნავდა მათი სულების სარგებელზე, ვინაიდან მათ, რომ მოესურვებინათ შეეძლოთ მიეღით სარგებელი თავისთვის მისი სიტყვებიდან და სწავლებიდანაც და სასწაულთა გამოვლენიდანაც. ამიტომ, როდესაც წარმოსდგა შუაში „კაცი წყლით მანკიერი“, უფალი უყურებდა არა იმას, რომ არ ეცდუნებინა ისინი, არამედ იმას, რომ შემწეობა აღმოეჩინა ადამიანისთვის, როდესაც , რომელიც მკურნალობას საჭიროებდა. ვიანიდან იქ, სადაც დიდი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი, ჩვენ აღარ უნდა ვიზრუნოთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლჱ ვითარმედ უღელი სიმართლისაჲ სუბუქ არს და მცირე, ხოლო ცოდვისაჲ - მძიმე და ბოროტ:

...მცირე არს ტჳრთი ესე, რაჟამს თქუას: რომელმან არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ და ცოლი და შვილნი, და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელმან არა დაუტეოს ყოველი მონაგები მისი და მერმეღა სულიცა თჳსი მისცეს სიკუდილად, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე-ყოფად ჩემდა. ; ესე ყოველი ვითარ სუბუქ არს და ტკბილ? გნებავსა, კაცო, ცნობად, ვითარ ტკბილ არს და საწადელ უღელი ესე და ტჳრთი, რომელი შენ მძიმედ გგონიეს? ისმინე, რასა იტყჳს პავლე მოციქული: „ვინ განმა-შორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტჱსსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან, ანუ მახჳლმან?“ და შემდგომი ამისი. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩუენდა“. ისწავეთ კუალად მოციქულთაგან, რომელნი-იგი მოიქცეს რაჲ შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, ტანჯულნი და გუემულნი, უხაროდაო, რამეთუ ღირს იქმნეს სახელისა მისისათჳს გინებად. ხოლო უკუეთუ შენ იშიშვი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“ (10,37-38).:

...წესისა ეძიებდენ მორჩილებასა, რაჲთამცა უფროჲს ღმრთისა პატივ-ვეცით მათ, მაშინ ყოვლადვე არა ჯერ-არს სმენაჲ მათი. ამისთჳს ლუკაჲს თავსა შინა ესრეთ იტყჳს: „რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე-ყოფად ჩემდა“.

არა თუ ესრეთ ცუდად ბრძანა მოძულებაჲ, რამეთუ ესე უშჯულოება არს, არამედ ოდეს გეტყოდისო მშობელი, ანუ შვილი, ანუ მეუღლე, რაჲ-თამცა უფროჲს ჩემსა შეიყუარე იგი, მას საქმესა ზედა მოიძულე, რამეთუ ესევითარი სიყუარული ორთავე წარწყმედისა მიზეზ ექმნების. ხოლო ესე სიტყუანი განაწესნა, რაჲთა შვილნიცა უმეტესად განაძლიერნეს და მშობელთა ასწაოს არა დაყენებად, რაჟამს ღმრთისა მივიდოდინ. ხოლო თქუა რაჲ: „რომელმან არა მოიძულოს მამაჲ და დედაჲ“, რაჲთა არა ესე სიტყუაჲ სამძიმარ უჩნდეს მშობელთა, ამისთჳს შესძინა: „მერმე კუალად სულიცა თჳსი“. რაჲსათჳს მშობელთა და შვილთა და ცოლსა აჴსენებო? სულისა თჳსისა არარაჲ არს პატიოსან კაცთა, და მასცა გიბრძანებ მოძულებად, უკუეთუ გნებავს მოწაფე-ყოფად ჩემდა.

და არა თუ ესრეთ ადვილად ბრძანა მოძულებად სულისა თჳსისა, არამედ მიცემად იგი სიკუდილად; ამისთჳს თქუა: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ვერ ჴელ-ეწიფების მ...

სრულად ნახვა