მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 14:24

23. და ჰრქუა უფალმან მან მონასა მას: განვედ გზათა ზედა და ფოლოცთა და აიძულე შემოსლვად, რაჲთა აღივსოს სახელი ჩემი.24. ხოლო გეტყჳ თქუენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემოჲ იხილოს სერობისა ამის ჩემისაჲ, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ.25. და შეკრბებოდა მისა ერი მრავალი, მიექცა და ჰრქუა მათ:
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 14
24. ხოლო გეტყჳ თქუენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემოჲ იხილოს სერობისა ამის ჩემისაჲ, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთოთხმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 14; მ. 1-6]

1. და იყო მო-რაჲ-ვიდა იესუ სახლსა ვისმე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს მას. 2. და აჰა ესერა იყო ვინმე კაცი წყლით მანკიერი წინაშე მისსა. 3. მიუგო იესუ და ჰრქუა სჯულის-მოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნებაჲ? 4. ხოლო იგინი დუმნეს. და მოიყვანა კაცი იგი, განკურნა და განუტევა. 5. და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისაჲ შვილი გინა ჴარი შთავარდეს ჯურღმულსა, არა-მე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა? 6. და ვერარაჲ მიუგეს მას ამისთჳს.

უფალმა თუმცა იცოდა ფარისეველთა გახრწნილება, მაინც შედიოდა მათ სახლებში. შედიოდა იმიტომ, რომ ზრუნავდა მათი სულების სარგებელზე, ვინაიდან მათ, რომ მოესურვებინათ შეეძლოთ მიეღით სარგებელი თავისთვის მისი სიტყვებიდან და სწავლებიდანაც და სასწაულთა გამოვლენიდანაც. ამიტომ, როდესაც წარმოსდგა შუაში „კაცი წყლით მანკიერი“, უფალი უყურებდა არა იმას, რომ არ ეცდუნებინა ისინი, არამედ იმას, რომ შემწეობა აღმოეჩინა ადამიანისთვის, როდესაც , რომელიც მკურნალობას საჭიროებდა. ვიანიდან იქ, სადაც დიდი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი, ჩვენ აღარ უნდა ვიზრუნოთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).:

...ამორჩევაჲ მისი მაიძულებელ არს მომავალთათჳს ჟამთა, არამედ ოდენ მწოდებელი არს კეთილისა მიმართ და მასწავლელი; რამეთუ რაჲთა სცნა, ვითარმედ წოდებაჲ მისი არა იძულებით არს, ისმინე, რაჲ წერილ არს, ვითარმედ: მრავალნი წოდებულთაგანნი წარწყმდეს. ; (22,14); ამისთჳსცა ცხად არს, ვითარმედ ჩუენსა ნებასა ზედა არს ცხორებაჲცა და წარწყმედაჲცა.

სწავლაჲ მზ ვეცხლისმოყუარებისათჳს

ვინაჲთგან უკუე ესე ყოველი გუესმის, ვისწრაფოთ ჩუენცა განფრთხობად და მღჳძარებად მარადის, რამეთუ რომელი-იგი წმიდასა მას კრებულსა შინა იყოფვოდა და ესოდენნი ნიჭნი მიეხუნეს უფლისა მიერ, რომელსა ესოდენნი სასწაულნი ექმნნეს, რამეთუ ერთი იგი იყო სხუათა მათგანი, რომელნი წარავლინნა იესუ მკუდართა აღდგინებად და კეთროვანთა განწმედად, ვინაჲთგან უკუე ესევითარი იგი შეპყრობილ იქმნა სენითა მით ბოროტითა ვეცხლისმოყუარებისაჲთა და მოძღუარი თჳსი განყიდა, და არარას სარგებელ ეყვნეს მას ქველისმოქმედებანი იგი და ნიჭნი უფლისანი, არცა მის თანა ყოფაჲ მისი, არცა დაბანაჲ იგი ფერჴთაჲ, არცა ზიარებაჲ იგი ტაბლისა მისისაჲ, არცა ტჳრთვაჲ იგი გუადრუცისაჲ, არამედ უფროჲსად დასაშჯელ ექმნა მას ესე ყოველი, ამისთჳს გევედრები, რაჲთა შევიშინოთ ჩუენცა, ნუუკუე მი...

სრულად ნახვა