მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 14:21

20. და მერმე სხუამან ჰრქუა: ცოლი შევირთე და მის გამო ვერ ჴელ-მეწიფების მოსლვად.21. და მოვიდა მონაჲ იგი და უთხრა ესე უფალსა თჳსსა. მაშინ განრისხნა სახლისა უფალი იგი და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და გლახაკთა და უცხოთა და ბრმათა და მკელობელთა შემოჰხადე აქა.22. და თქუა მონამან მან: უფალო, იქმნა ბრძანებაჲ შენი, და ადგილი არსღა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 14
21. და მოვიდა მონაჲ იგი და უთხრა ესე უფალსა თჳსსა. მაშინ განრისხნა სახლისა უფალი იგი და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და გლახაკთა და უცხოთა და ბრმათა და მკელობელთა შემოჰხადე აქა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა (ვისმინოთ ესეცა იგავი, ვითარ შუენიერ არს და საშინელ): ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზა-თასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. და შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ - რჩეულნი“ (22,1-14).:

...ერილი, ვითარმედ: დაგადგინე ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდედმდე ქუეყანისა“.

მაშინ აღესრულა სიტყუაჲ ესე ამის იგავისაჲ, ვითარმედ: „განვედით უბანთა და ყურეთა ქალაქისათა, გზათა ზედა და ფოლოცთა და უცხოთა, ბრმათა და მკელობელთა შემოხადეთ აქა“. რამეთუ ვინაჲთგან მრავალგზის თქუა, ვითარმედ: მეძავთა და მეზუერეთა უსწრონ მათ სასუფეველად, და იგინი განითხინენ გარე; და კუალად: „იყვნენო წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა“, ; (20,16) აწ გამოაჩინებს, ვითარმედ სამართლად იქმნა ესე, მათი იგი განვრდომაჲ და წარმართთა შემოსლვაჲ პატივსა მას.

ხოლო კუალად, რაჲთა ესენიცა წარმართთაგანნი მორწმუნენი არა მიენდვნენ სარწმუნოებასა ოდენ, ამისთჳს გუაუწყებს სასჯელსა მას ბოროტ-თა საქმეთასა, რომელი განმზადებულ არს ურწმუნოთათჳს, ამისთჳს, რომელ არა მოვიდეს სარწმუნოებად, ხოლო მორწმუნეთათჳს ცოდვილთა - არადამარხვისათჳს ნიჭისა მის, რომელი მიეცა ნათლის-ღებისაგან. რამე-თუ სამოსლად საქორწინედ საქმეთა უწესს და მოქალაქობასა. თქუას ვინმე, ვითარმედ: წოდებაჲ იგი მადლისა მისისაჲ იყო უსასყიდლოჲ, რაჲსათჳს უკუე ესრეთ რისხვით ეძიებს სამოსელსა საქორწინესა, რო...

სრულად ნახვა