მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 13:34

33. რამეთუ ჯერ-არს ჩემდა დღეს და ხვალე და ზეგე წარსლვად, რამეთუ ვერ ეგების წინაწარმეტყუელი გარეშე იერუსალჱმსა წარწყმედად.34. იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენდა, რაოდენ-გზის მინდა შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ მფრინველმან თჳსნი მართუენი ფრთეთა ქუეშე, და არა ინებეთ!35. აჰა ესერა დაუტევნეთ თქუენ სახლნი თქუენნი ოჴრად. გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 13
34. იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენდა, რაოდენ-გზის მინდა შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ მფრინველმან თჳსნი მართუენი ფრთეთა ქუეშე, და არა ინებეთ!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდა მისთჳს“ (12,41).:

...(ფსალმ. 72,27) და ოსე წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „დაივიწყე შჯული უფლისა ღმრთისა შენისაჲ, დაგივიწყო მეცა“; და თავადი უფალი იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და თქუენ არა ინებეთ!“ ; და ესაია კუალად იტყჳს: „მოვედ, და არა იყო კაცი, უწოდე, და არა იყო, რომელმანმცა მისმინა“. ხოლო ამას ყოველსა იტყჳან, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ჩუენ ვიქმთ დასაბამსა ღმრთისა დატევებისასა და მიზეზ ვიქმნებით წარწყმედისა ჩუენისა, რამეთუ ღმერთსა არა თუ ოდენ არა ჰნებავს დატევებაჲ და ტანჯვაჲ ჩუენი, არამედ ოდეს გუტანჯვიდეს, მასცა არა ნებსით, არამედ უნებლიაჲთ იქმს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ“; და ქრისტეს ეგულებოდა რაჲ იერუსალჱმისა წარწყმედაჲ, ცრემლოვოდა მას ზედა, რომელსა ჩუენ ვიქმთ მოყუარეთა ჩუენთა ზედა.

სწავლაჲ ჲჱ: სიყუარულისათჳს

ამისთჳს უკუე, რომელთა ესე ყოველი ვიცით, ვისწრაფოთ, რაჲთა არა დატევებულ ვიქმნნეთ ღმრთისა მიერ, არამედ ვიღუწიდეთ სულთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძჱ კაცისაჲ“ (12,23).:

...გრომაჲ, რამეთუ მათ თჳთ იჯმნეს და თქუეს, ვითარმედ: „არა გჳვის მეუფჱ, გარნა კეისარი“. მერმე უკუე დაუტევნა იგინი, რამეთუ მათ დაუტევეს იგი. ამისთჳს იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და არა ინებეთ“. ; ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მარცუალი იფქლისაჲ არა დავარდეს ქუეყანასა ზედა და მოკუდეს“ (12,24)?

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ჯუარს-ცუმისათჳს თქუა, რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ: რაჟამს წარმართნიცა მოუჴდეს, მაშინ მოიკლა. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: თჳთ სიკუდილმან ჩემმან უმეტესად მოიყვანნეს იგინი, და აღორძნეს ქადაგებაჲ ჩემი“. და მერმე საქმჱცა ესე სახედ მოარ-თუა, რამეთუ: იფქლსაცა ზედა ესე იქმნების, და სიკუდილითა თჳსითა უმეტესსა ნაყოფსა მოიღებს. უკუე არა ჩემ ზედა უფროჲს იქმნესა ესე?

სწავლაჲ ჲვ სარწმუნოებისათჳს მართლისა

ხოლო ესე სიტყუაჲ პავლეცა აჴსენა, რაჟამს აღდგომისათჳს იტყოდა. აწ უკუე რაჲ შენდობაჲ პოვონ, რომელნი აღდგომასა ურწმუნო იყვნენ, ვინაჲთგან სახჱ მისი მარადღე თესლთა მიერ და ნერგთაცა გამოჩნდების? და საქმესა რომელსა ღმერთი იქმოდის, მისი გ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარდამოვჴედ, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“ (6,38).:

...(იოან. 5,21) რაჲ არს უკუე ნებაჲ მამისაჲ? რაჲთა არა წარწყმიდოს მათგანი ერთიცა. ხოლო ესე შენცა გნებავს, უფალო! არა არს უკუე შენი ნებაჲ სხუაჲ და მამისაჲ სხუაჲ. რამეთუ ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, და არა ინებეთ!“ ; რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს? გარნა ესე არს, ვითარმედ: არა თუ ამისთჳს მოსრულ ვარ, რაჲთამცა სხუაჲ რაჲმე ვქმენ, რომელი მამასა არა ჰნებავს, და არა თუ მე სხუაჲ რაჲმე ნებაჲ მაქუს, რომელი მამასა არა აქუს, რამეთუ „ყოველივე მამისაჲ ჩემი არს, და ჩემი მამისაჲ არს“. აწ უკუეთუ ყოველივე მამისაჲ და ძისაჲ ზოგადი არს, კეთილად სამე იტყჳს, ვითარმედ: „არა მოვედ, რაჲთამცა ჩემი ნებაჲ ვქმენ“, რამეთუ არცა მაქუსო ნებაჲ, რომელი მამასა არა ჰნებავს. ხოლო ესე აქა არა თქუა, თუ: ყოველივე მამისაჲ ჩემი არს, ხოლო დასასრულისა კერძსა იტყჳს ამას, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, მაღალთა მათ საქმეთა ჯერეთ ჰფარვიდა და არა უთხრობდა; და ჰნებავს ჩუენებად, ვითარმედ უკუეთუმცა ეთქუა, თუ: ესე არს ნებაჲ ჩემი, შეურაცხმცაეყო სიტყუაჲ მისი. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მეცა მისსავე ნებასა ვიქმ, რაჲთამცა უმეტესად მოწყლნა იგინი, ვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოე მათა მიმართ, რომელნი იტყჳან, თუ შობასა კაცისასა ანუ ვარსკულავთა ქცევასა შეუდგან საქმენი სოფლისანი:

...უმეცარისაგან, რამეთუ იტყჳს: „მონამან რომელმან იცოდის ნებაჲ უფლისა თჳსისა და არა ყოს, იგუემოს ფრიად“. და პირველქმნულისა სახისა შემდგომად ცოდვაჲ აღმაორძინებელ არს საშჯელისა. ამისთჳს იერუსალჱმსა აყუედრებს: „რავდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და არა ინებეთო“. და შუებასა შინა ცოდვაჲ უძნელეს არს, ვიდრე სიგლახაკესა, ვითარცა ლაზარესთჳს წერილ არს; და ადგილისაგანცა ძნელოვან იქმნების ცოდვაჲ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „შორის ტაძრისა მის და საკურთხეველისა“; და სახისაგანცა ცოდვათაჲსა იქმნების სიმძიმე ცოდვისაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „დაუკლნეს ძენი და ასულნი მათნი ეშმაკთა“. და კუალად, ოდეს მორწმუნე უშჯულოთა მსგავსად ცოდვიდეს, უძჳრეს მათსა იტანჯოს, ვითარცა ეზეკიელ იტყჳს, ვითარმედ: „არცა თუ სამართლისაებრ წარმართთაჲსა ჰქმენ შენ და განამართლეო დაჲ შენი“. ; (16,55-57)

და კუალად, ოდეს სხუათა ზედა მოწევნულისა რისხვისაგან არა შე-შინდეს, ესეცა მიზეზ სატანჯველისა არს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნეს ძალნი,...

სრულად ნახვა