მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 13:25

24. იღუაწეთ შესლვად იწროჲსა მისგან კარისა. ხოლო გეტყჳ თქუენ: მრავალნი ეძიებდენ შესლვად და ვერ უძლონ.25. ვინაჲთგან აღდგეს სახლისა უფალი და დაჰჴშას კარი, და გარეშე სდგეთ და იწყოთ რეკად კარსა და იტყოდით: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! მოგიგოს და გრქუას თქუენ: არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ.26. მაშინ იწყოთ სიტყუად: ვჭამდით წინაშე შენსა და ვსუემდით, და უბანთა ჩუენთა ზედა გუასწავებდ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 13
25. ვინაჲთგან აღდგეს სახლისა უფალი და დაჰჴშას კარი, და გარეშე სდგეთ და იწყოთ რეკად კარსა და იტყოდით: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! მოგიგოს და გრქუას თქუენ: არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ სიმართლისათჳს:

...დი, რომელი შეგუასმენდეს ჩუენ, ვითარმედ ლამპრები გუაქუნდა და დავშრიტეთ; რამეთუ სადა კუამლი იყოს, საცნაურ არს, ვითარმედ ცეცხლი იყო მუნ და დაშრტა.

არამედ ნუ იყოფინ ჩუენდა სმენად ჴმისა მის მწარისა სასმენელად, ვითარმედ: „არა გიცნი თქუენ“. ; (25,12); ხოლო სადაჲთ იქმნების სმენაჲ ჴმისაჲ ამის, თუ: „არა გიცნი თქუენ“? გარნა ამისგან, რომელ ვიხილოთ რაჲ გლახაკი, ესრეთ ვართ, ვითარმცა არა გუეხილვა. და რაჟამს ჩუენ არა გუეწყალოდის გლახაკი მშიერი, რომელ არს ქრისტე, ქრისტემან ვი-თარ შეგჳწყალნეს ჩუენ, რაჟამს წყალობაჲ გჳჴმდეს? რამეთუ რომელმან შეურაცხ-ყოს ჭირვეული და არა მისცეს თჳსისაგან, ვითარ ითხოვოს მან მოღებად არათჳსი იგი?

ამისთჳს გევედრები, ყოვლით კერძო ვისწრაფოთ, რაჲთა არა მოგუაკლდეს ჩუენ ზეთი, არამედ რაჲთა შევამკვნეთ ჩუენ ლამპარნი ჩუენნი და შევიდეთ სიძისა მის თანა უკუდავისა სასძლოსა მას უხრწნელსა, რომელსა ღირსმცა ქმნულ ვართ ყოველნივე მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა