მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 13:1

1. მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა მათთა.2. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 13
1. მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა მათთა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 13; მ. 1-5]

1. მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა მათთა. 2. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ? 3. გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ. 4. ანუ იგი, რომელ ათრვამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოსწყჳდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროჲს ყოველთა კაცთა, რომელნი მკჳდრ არიან იერუსალჱმს? 5. გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგერეთ წარსწყმდეთ.

იუდა გალილეველმა, რომელსაც იგივე მახარებელი „საქმე მოციქლთა“-ში მოიხენიებს (5,37), იყო რა თავად მცოდნე სჯულისა,  დაარწმუნა სხვა მარავალი გალილეველიც მოფყოლოდა მის სწავლებას. ის კი იმას ასწავლიდა, რომ არავისთვის კაცთაგან, თავად მეფისთვისაც კი არ არის ნებადართული ღმერთი უწოდო არც სიტყვა სიტყვითი მნიშვნელობით და არც პატივისცემის და მოწიწების ნიშნად, აქედან მრავალი მათგანი იმისთვის, რომ კეისარს ღმერთს არ უწოდებდა, სასტიკად...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის მონება და ქების მსხვერპლი:

...*„საბლითა ცოდვისა თჳსისათა კაცად-კაცადი შეიკრვის“** (). ამაზე ქრისტეც მიგვანიშნებდა, როცა ამბობდა: „ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა“ ()? და ესაიაც ქრისტეს შესახებ ამბობს: „მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა“ (), შეკრულთ რომ ეუბნება: „საკრველთშინანი გამოვედით“ (). ამრიგად, ეს ბორკილები დაამსხვრია და არა მხოლოდ გახსნა; რადგან ის ამაზე მეტია. თუ ვინმეს სულიერი აზრითაც სურს ამის გაგება და იტყვის, რომ ეს ცოდვებისა და მთელი ძველი ადამიანის ბორკილებია, შესაფერის აზრს არ ასცდება. არსებობს კიდევ სხვა, უმშვენიერესი ბორკილიც, რომელსაც პავლე მუდამ ატარებდა და ამბობდა: „პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი“ (). და კვლავ: **„რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ“...

სრულად ნახვა