მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 12:49

48. ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაჲმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰჴადონ მას.49. ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნეს!50. ხოლო ნათლის-ღებაჲ მაქუს ნათლის-ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს!
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 12
49. ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნეს!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყუად (2,3-4).:

...წმიდისაჲთა შჯულად დადებულ არს, რაჲთა, რომელსა ჴელნი დაესხმოდინ ეპისკოპოსად, თავსა მისსა ზედა დადებულ იქმნეს წმიდაჲ სახარებაჲ მიმცემელად მისსა ენასა ცეცხლისასა. ენასა უკუე — ქადაგებისათჳს, ხოლო "ცეცხლისასა" ჴმისა მისთჳს საუფლოჲსა: "ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა, და რაჲ მნებავს, არამედ რაჲთა აწვე აღეგზნეს" ().

ესრეთ უკუე, თითოეულისა თავსა ზედა დაჯდომითა ცხად არს, ვითარმედ თავი პეტრესი საყდარი არს სულისა წმიდისაჲ, ეგრეთვე ანდრიაჲსი და ყოვლისა კაცად-კაცადისა მათგანისაჲ. და ესე ეყო მათ ჟამსა ერთსულობით ზოგად ლოცვასა შინა განკრძალვისასა, რაჲთა ჩუენ ვისწავოთ, ვითარმედ უკუეთუ არა ვეგნეთ ურთიერთას სიყუარულით და კრძალულებით ლოცვასა შინა, არა ღირს ვიქმნებით მოღებად მადლსა სულისასა.

და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა, არა ხოლო ათორმეტნი, არამედ ყოველნი ზოგად სახლსა მას შინა მყოფნი პირველითგან, რომელთა რიცხჳ იყო ას ოც; წინაჲსწარმეტყუელებისა ძისებრ, ვითარმედ "მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ჴორციელსა" (). ხოლო არა, ვითარ-იგი ქრისტეს თანა-მკჳდრ იყო — არსებით და ბუნებით მარადის მოუკლებელი მისგან, ეგრეთვე მოციქულთა თანა ითქუმის არსებითი მკჳდრობაჲ, არამედ მდიდრად მოფენაჲ იგი მათ ზედა სულისაჲ და მიცემ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარდამოვჴედ, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“ (6,38).:

...თა, რომელ თქუა, ვითარმედ: „ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (6,40). რასა იტყჳ, და შენი ნებაჲ არა არსა ამას ზედა? და ვი-თარ იტყჳ სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „ცეცხლისა მიფენად მოვედ ქუეყანასა ზედა და მინდა, უკუეთუმცა აღგზებულ იყო“? ხოლო უკუეთუ შენცა ესევე გნებავს და მამასაცა, ესე საცნაურ არს, ვითარმედ ერთი ნებაჲ არს ორთაჲვე, რამეთუ სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „ვი-თარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“. რაჲ არს უკუე ნებაჲ მამისაჲ? რაჲთა არა წარწყმიდოს მათგანი ერთიცა. ხოლო ესე შენცა გნებავს, უფალო! არა არს უკუე შენი ნებაჲ სხუაჲ და მამისაჲ სხუაჲ. რამეთუ ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, და არა ინებეთ!“ ; რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს? გარნა ესე არს, ვითარმედ: არა თუ ამისთჳს მოსრულ ვარ, რაჲთამცა სხუაჲ რაჲმე ვქმენ, რომელი მამასა არა ჰნებავს, და არა თუ მე სხუაჲ რაჲმე ნებაჲ მაქუს, რომელი მამასა არა აქუს, რამეთუ „ყოველ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „დაუტევა სარწყული იგი დედაკაცმან მან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ: მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე?“ (4,28-29).:

...ზედა საქმესა სულიერსა, თუ არა, შეუძლებელ არს უდბებით აღსრულებაჲ რაჲსამე კეთილისაჲ. ამას მოასწავებდა ქრისტე და იტყოდა, ვითარმედ: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“. და კუალად იტყჳს: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა“. და ამათ ყოველთა სიტყუათა მიერ მოსწრაფედ მოღუაწებასა მოასწავებს. ესევითარი იყო დედაკაცი იგი, რამეთუ ესრეთ განჴურდა გული მისი სიტყუათა მიერ უფლისათა, ვიდრეღა დაუტევა სარწყული და მირბიოდა და ქადაგებდა მისთჳს. რამეთუ მივიდა აღღებად წყლისა და პოვა რაჲ ცხოველი იგი წყაროჲ, არღარა აღიღო ხილული, არამედ დაუტევა, რაჲთა ჩუენცა ვისწავოთ და რაჟამს სულიერი ვპოვოთ, ჴორციელსა არღარად შევჰრაცხდეთ. რამეთუ ძალისაებრ მისისა, რაჲ მოციქულთა ქმნეს, მანცა ქმნა, რამეთუ მათ მოუწოდა უფალმან, და შეუდგეს, ხოლო მან თჳნიერ თქუმისა დაუტევა სარწყული და აღიღო საქმჱ მახარებელთაჲ სიხარულისაგან ფრთოვანქმნულმან და არა ერთსა გინა ორთა მოუწოდა, არამედ ყოველსა მას ქალაქსა. და იხილეთ, თუ ვი-თარ სიბრძნით ქმნა. არა თქუა, თუ: მოვედით და იხილეთ ქრისტე, არამედ: „მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ“. არა ინება დაფარვაჲ სირცხჳლისა თჳსისაჲ, რამეთუ რაჟ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული - დედისაგან თჳსისა და სძალი - დედამთილისაგან თჳსისა. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი“ (10,35-36).:

...მტერ ქრისტესმოყუარეთა მათ. იხილეთ, ვითარ განეყო თეკლა დედასა თჳსსა და ქმარსა და შეუდგა ქრისტესა. ხოლო იგინი იქმნეს მტერ მისა და ძჳრ-ძჳრად ტანჯეს. და სხუანი ესევითარნი მრავალნი გამოჩნდეს, რომელთა შეიყუარეს ქრისტე, და თჳსთა მათთაგან იგუემნეს და მოიკლნეს. ამისთჳსცა იტყოდა უფალი, ვითარმედ: „ცეცხლისა მოვედ მოფენად“, რაჲთა გამოსახოს მჴურვალებაჲ იგი სიყუარულისაჲ, რომელი მოიგეს მრავალთა მისა მიმართ. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ გონებასაცა მორწმუნეთასა განამტკიცებდა და მოციქულთაცა განაკრძალებდა და უმაღლეს-ჰყოფდა, ვითარმედ: უკუეთუ რომელთა თქუენ მიერ ჰრწმენეს, ესრეთ ეგულების ყოფად, რაჲთა შვილნი და მშობელნი და მეუღლენი შეურაცხ-ყვნენ სიყუარულისა ჩემისათჳს, გულისჴმა-ყავთ, თუ თქუენ ვითარ გიღირს ყოფაჲ, რომელნი-ეგე მოძღუარნი ხართ სოფლისანი.

ესევითარი ესე სიტყუაჲ შემოიღო რაჲ, უმეტესად განავრცელებს ამას პირსა, რაჲთა განაცხადოს საქმე მახჳლისა მის, რომელი თქუა, თუ: „მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა“. ამისთჳსცა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“ (10,37-3...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ:

...ვიტყჳ ორ-თა ამათ ხოლო ვნებათა? ყოველი მიზეზი ცოდვისაჲ და ყოველი ნაყოფი ღუარძლისაჲ მის, მტერისა მიერ დათესულისაჲ, ვიღუაწოთ აღმოფხურად გულთაგან ჩუენთა, რამეთუ გჳღირს, რაჲთა ცეცხლებრ შემწუველ ვიყვნეთ ნივთსა მას ცოდვისასა. ამისთჳს იტყოდა უფალი: „ცეცხლისა მოვედ მოფენად ქუეყანასა და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნას!“ და სული წმიდაჲ მო-რაჲ-ვიდა მოციქულთა ზედა, ამისთჳს ეჩუენნეს მათ ენანი ცეცხლისანი, რაჲთა ვისწაოთ, ვითარმედ უჴმს მორწმუნეთა ცეცხლისა უმჴურვალეს ყოფაჲ ბრძოლასა მას ეშმაკისასა. და ვითარცა ცეცხლმან მსწრაფლ დაწჳს თივაჲ, ეგრეთ ვიყვნეთ შემწუველ ძალსა მას ცოდვისასა, ვითარცა-იგი იყო მოციქული პავლე, უმძაფრეს ალისა ცეცხლისა, დამწუველ ეშმაკთა და განმაქარვებელ ყოვლისავე ძალისა მათისა და დამჴსნელ მრავალღონეთა მათ ბრძოლათა მათთა. ამისთჳს მსწრაფლ წარჴდა ქუეყანისათა და ზეცისათაცა არსთა და არაარსთა და წარმოუდგა ქრისტესა მეუფესა სიყუარულითა მით მიუთხრობელითა.

ხოლო ჩუენ თოვლისა უგრილეს ვართ და მტუერისა უუძლურეს კე-თილთა საქმეთა შინა. და უკუეთუ სახე იგი პავლესი და მიმსგავსებაჲ მისი დიდად გიჩნს, ესრეთცა ცუდ არს სიტყუაჲ ესე. რამეთუ პავლეცა კაცი იყო ჴორციელი, ვითარცა ჩუენ, და არა შეუძლებელ არს ბაძვაჲ სათნოებათა მისთაჲ; არამედ რაჲთა არა ცილობასა ვიქმოდ...

სრულად ნახვა