მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 12:47

46. მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა იცის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ურწმუნოთა თანა.47. ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად.48. ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაჲმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰჴადონ მას.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 12
47. ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 6. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ მნათობნი სამყაროსა ზედა ცისასა" (დაბ 1:14)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. მხილება სულიერი უდარდელობისთვის:

...მენთ თუ არა ჩემს სიტყვებს, დანიშნული ჯილდო მე მაინც მომეცემა, რადგან მთელი ჩემი მოვალეობა შევასრულე, ვერცხლი გადავეცი, შეგონება მოვახდინე. მხოლოდ მეშინია და მაღელვებს, რომ სწორედ ამით არ გავხდე თქვენი უფრო დიდი დასჯის მიზეზი. „მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ... და არა განემზადოს, იტანჯოს იგი ფრიად" (). თქვენგან ვერავინ მოიშველიებს უკვე უმეცრებას, როცა ჩვენ ყოველდღიურად ასე შეგაგონებთ ერთსა და იმავეს და გიჩვენებთ ეშმაკის მახეებსა და სათნოების დიდ სიადვილეს, თუკი ოღონდ ფხიზლები ვიქნებით. ნუთუ არ იცით, რომ მათ, ვინც ასე უგულებელყოფს თავის ცხონებას და ხან აქ მოდის, ხან კი ეშმაკის მახეებშში ეხვევა, საღვთო წერილი ძაღლებს ადარებს? ადამიანი, ამბობს, რომელიც ცოდვისგან მოიქცევა და კვლავ მას უბრუნდება, მსგავსია ძაღლისა, რომელიც თავის ნარწყევზე მობრუნდება (). აი, ვის დაემსგავსნენ ისინი, ვინც იმ უკეთურ სანახაობაზე გაიქცა. ნუთუ არ გსმენიათ, რა თქვა ქრისტემ: **„და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა... და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო...

სრულად ნახვა