მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 12:43

42. და ჰრქუა იესუ: ვინ-მე არს მნე იგი სარწმუნოჲ და გონიერი, რომელი დაადგინოს უფალმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად იფქლი ჟამსა თჳსსა?43. ნეტარ არს იგი მონაჲ, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი.44. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 12
43. ნეტარ არს იგი მონაჲ, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 37. „და თქუა უფალმან აბრაამის მიმართ" (დაბ 15:7–8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ფუფუნებისა და ანგარების მხილება:

...მშვიდობიანი ცხოვრებით ცხოვრობს, სიმშვიდითა და სიწყნარით ტკბობს; და რაც ყველაფერზე მნიშვნელოვანია და ყველა სიკეთეს აღემატება — ასეთი (ადამიანი) ღვთის უხვ წყალობას მიიღებს, როგორც თავისი მეუფის ქონების ერთგული მმართველი. „ნეტარ არს იგი მონაჲ, — ნათქვამია, — რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი" (), ანუ თანამონებს შორის ქონებას მანაწილებელი, კარებსა და საკეტებს უკან არ მიმმალველი, ჩრჩილებს საჭმელად არ მიმტოვებელი, არამედ ღარიბთა გაჭირვების შემამსუბუქებელი, უფლისგან ბოძებულს ისე განმკარგველი, როგორც კეთილი და ერთგული მოურავისთვის შეშვენის. ასეთი კეთილი განკარგვისთვის დიდ ჯილდოს მივიღებთ და აღთქმული სიკეთეების ღირსნი გავხდებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა